ვალერი სოკრატის ძე ვოუბა (დ. 23 აგვისტო, 1942, სოფელი თხინა, ოჩამჩირის რაიონი, — გ. 2015) — აფხაზი ინჟინერ-ტექნიკოსი. სკკპ წევრი 1962 წლიდან. აფხაზეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი.

1974 წელს ხელმძღვანელობდა ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის ობიექტის მშენებლობას. 1975-1993 წლებში იყო ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის დირექტორი, 1988-1991 წლებში — ახალი ათონის ტურისტულ-საექსკურსიო ობიექტების გაერთიანების დირექტორი. ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შექმნისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1977).

ლიტერატურა

რედაქტირება