ვალერი გოგუაძე
ვალერი პეტრეს ძე გოგუაძე (დ. 29 სექტემბერი, 1911, ბათუმი — გ. 2 მარტი, 1971, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართველოს დამსახურებული გამომგონებელი.
ბიოგრაფია
რედაქტირება1934 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. 1959 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ელემენტორგანულ ნაერთთა ლაბორატორიას. დაამუშავა პროვიტამინ D13-ის სინთეზის უმოკლესი გზა. ავტორია მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომებისა და გამოგონებებისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 72.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 201.