ვალერიან შარიქაძე

ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე

ვალერიან შარიქაძე (დ. 28 თებერვალი, 1949) — ქართველი ეკონომისტი და პოლიტიკური მოღვაწე. ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

ვალერიან შარიქაძე
დაბადების თარიღი 28 თებერვალი, 1949 (1949-02-28) (75 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1971-1975 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი, სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური ეკონომიკურ- მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტი. 1975-1989 წლებში იყო რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და გადამზადების რესპუბლიკური ცენტრის კათედრის გამგე, ჟურნალ „საქართველოს კომუნისტის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი, კონსულტანტი, 1989-1990 წლებში იყო საქართველოს კპ კასპის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება