ვალერიან ოსინსკი (დ. 25 მარტი, 1887 — გ. 1 სექტემბერი, 1938) — საბჭოთა პარტიული მოღვაწე, ეკონომისტი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1905 წელს სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში. 1905-1917 წლებში პარტიულ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვში, ტვერსა და ხარკოვში. არაერთხელ იყო დაპატიმრებული. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ იყო რსფსრ-ის სახელმწიფო ბანკის მმართველი, სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმდჯომარე. 1918 წლის გაზაფხულზე იყო „მემარცხენე კომუნისტების“ პლატფორმის ავტორი. 1920-1921 წლებშიი ყო ჯგუფ „დემოკრატიული ცენტრალიზმის“ წევრი. 1921-1923 წლებში იყო მიწათმოქმედების კომისრის მოადგილე. 1923-1924 წლებში იყო სსრკ-ის წარმომადგენელი შვედეთში.

ლიტერატურა

რედაქტირება