ვალაამის არქიპელაგი
ვალაამის არქიპელაგი (რუს. Валаамский архипелаг) — კუნძულთა ჯგუფი ლადოგის ტბის ჩრდილოეთ ნაწილში, სანაპიროდან 22 კილომეტრის დაშორებით. არქიპელაგი შედგება 50-ზე მეტი კუნძულისგან, ფართობი 36 კმ². ყველაზე დიდი კუნძულია ვალაამი, რომელიც არქიპელაგის თითქმის 2/3 ნაწილს შეადგენს, ვალაამის ფართობია 27,8 კმ². ადმინისტრაციულად არქიპელაგი სორტავალის რაიონს ეკუთვნის (კარელიის რესპუბლიკა).
მშობ. სახელი: Валаамский архипелаг | |
---|---|
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ლადოგის ტბა |
კოორდინატები | 61°22′00″ ჩ. გ. 30°56′00″ ა. გ. / 61.36667° ჩ. გ. 30.93333° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 50-ზე მეტი |
მთავარი კუნძული | ვალაამი |
ფართობი | 36 კმ² |
არქიპელაგის უდიდესი კუნძულია ვალაამი, ხოლო პატარა კუნძულებია: ბაიევიე, კრესტოვიე, მოსკოვსკი, პრედტეჩენსკი, ნიკონოვსკი, დივნი, ემელიანოვი, ობორონი, გოლიი, სავატია, ზოსიმი, სკალისტი, ლუკოვი, ოვსიანი, რჟანოი, ნიკოლსკი. არქიპელაგის ზოგიერთი კუნძული ერთმანეთთან ხიდების საშუალებით არის დაკავშირებული. აქ მდებარეობს ცნობილი ვალაამის მონასტერი[1].
ეტიმოლოგია
რედაქტირებაარქიპელაგმა სახელი მიიღო კუნძულ ვალაამის გამო, არსებობს ასევე მეორე ვერსია, რომლის თანახმადაც მისი სახელი შეიძლება მომდინარეობს ფინურ-უგორული სიტყვიდან „валамо“, რაც ქართულად მაღალ (მთიან) მიწას ნიშნავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 279.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ვალაამი“დაარქივებული 2012-01-04 საიტზე Wayback Machine.
- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ვალაამის“ მუზეუმი დაარქივებული 2009-05-30 საიტზე Wayback Machine.
- კუნძული ვალაამის შესახებ: ფოტოები და სტატიები დაარქივებული 2007-05-05 საიტზე Wayback Machine.