ვაილე (დან. Vejle) — ქალაქი დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაილე-ფიორდის ნაპირებთან, იქ, სადაც მდინარე ვაილე და გრეისი ერწყმიან. ადმინისტრაციულად მიეკუთვნება სამხრეთ დანიის რეგიონის ვაილეს მუნიციპალიტეტს. 2012 წლის მონაცემებით, ვაილეს მოსახლეობა 51 804 ადამიანს შეადგენს[1] და ამ მხრივ დანიის სიდიდით მე-9 ქალაქია. მთლიანი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 108 021 კაცია.[2]

ქალაქი
ვაილე
დან. Vejle
დროშა გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი სამხრეთი დანია
კოორდინატები 55°43′00″ ჩ. გ. 9°32′00″ ა. გ. / 55.71667° ჩ. გ. 9.53333° ა. გ. / 55.71667; 9.53333
პირველი ხსენება 1256
ფართობი 1 066,32 კმ²
მოსახლეობა 51 804 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 7100
ოფიციალური საიტი vejle.dk
ვაილე — დანია
ვაილე

ვაილეს მუნიციპალიტეტი თავის მხრივ 1,2 მილიონიან აღმოსავლეთ იუტლანდიის მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.[3]

ვაილე გამოირჩევა ტყიანი ბორცვებით, ფიორდით, ნავსადგურით, მაღაზიებით, საფეხმავლო ბილიკებით და განთქმული ქარის წისქვილით. წარმოადგენს მნიშვნელოვან სასოფლო-სამეურნეო ცენტრს.

წერილობით დოკუმენტებში ვაილე პირველად 1256 წელს მოიხსენიება, ქალაქის ქარტია კი 1327 წელს მიიღო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. [1]
  2. BEF44: Population 1st January, by urban areas database from Statistics Denmark
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-10-03. ციტირების თარიღი: 2012-07-07.