უაკატიპუ
(გადამისამართდა გვერდიდან ვაიკატიპუ)
უაკატიპუ (ინგლ. Lake Wakatipu) — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს ოტაგოს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საუთლანდის რეგიონის საზღვართან.
უაკატიპუს ტბა | |
---|---|
Lake Wakatipu | |
ნასას ფოტო | |
კოორდინატები: 45°03′ ს. გ. 168°30′ ა. გ. / 45.050° ს. გ. 168.500° ა. გ. | |
მდებარეობა | ახალი ზელანდია |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 310 მ |
სიგრძე | 80 კმ |
ფართობი | 291 კმ² |
საშუალო სიღრმე | 230 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 420 მ |
ჩამდინარე მდინარეები | დართი |
გამომდინარე მდინარე | კავარაუ |
80 კმ სიგრიძით, იგი ახალი ზელანდიის უგრძესი ტბაა, ხოლო 291 კმ² ფართობით მესამე უდიდესი. ამავე დროს, უაკატიპუ ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბაა ახალ ზელანდიაში, მისი ფსკერი ზღვის დონეზე 100 მეტრით დაბლა მდებარეობს, სიღრმე კი 378-420 მეტრია[1] და ამ მხრივ მესამეა ქვეყანაში, მსოფლიოში კი 32-ე.[2] ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 310 მეტრზე, სამხრეთ ალპების სამხრეთ დაბოლოებასთან. მისი ტოპოგრაფია ასო „N“-ს წააგავს, ხშირად ადარებენ ძაღლის ფეხსაც. ჩრდილოეთ კიდესთან ჩაედინება მდინარე დართი.
ტბიდან გაედინება მდინარე კავარაუ, ქალაქ კუინზტაუნიდან 8 კმ-ით აღმოსავლეთით.
გალერეა
რედაქტირება-
უოლტერის პიკის სიახლოვეს
-
ხედი კუინზტაუნიდან
-
ჩრდილოეთ კიდე
-
ზამთარში
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lake Wakatipu დაარქივებული 2009-04-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (2005) The Easy to See 2005 Calendar. New Zealand: Kingsgrove Calendars, გვ. 4. ISBN 0-9-625-0469 Invalid ISBN.
- ↑ List of lakes by depth. eNotes. ციტირების თარიღი: 17 September 2011.