ვაზგენ აზროიანი (დ. 22 იანვარი, 1977) — ვეტერანი სომეხი ვეტერანი ყინულზე მოცეკვავე. ცნობილია მისი პარტნიორობით ანასტასია გრებენკინასთან ერთად რომელთან ერთადაც წარსდგა 2006 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 2005 წლის „NHK Trophy“-ზე..

ვაზგენ აზროიანი
პირადი ინფორმაცია
დაბ. სახელი Վազգեն Ազրոյան
დაბ. თარიღი 22 იანვარი, 1977(1977-01-22) (47 წლის)
დაბ. ადგილი ოდესა
ქვეყანა სომხეთი

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ვაზგენ აზროიანი დაიბადა 1977 წლის 22 იანვარს, უკრაინის სსრ-ის ქალაქ ოდესაში. [1] მისი შვილი არის ყინულზე მოცეკვავე ვიქტორია აზროიანი, რომელიც 2003 წლის 15 ივლისს, მოსკოვში დაიბადა.[2]

კარიერა რედაქტირება

4 წლის ასაკში დაიწყო ფიგურული სრიალი. 12 წლის ასაკში დაიწყო ყინულზე ცეკვა. ის ვარჯიშობდა ნატალია ლინიუჩიკის, გენადი კარპონსოვის და სვეტლანა ალექსევნას ხელმძღვანელობით. ლინიჩუკმა 12 წლის აზროიანი ოდესაში შენიშნა, სადაც მოსკოვის „დინამოს“ სკოლაში მიიწვია. თუმცა აზროიანმა ვერ იპოვა პარტნიორი 3 წლის განმავლობაში. არზროიანის სპორტული კარიერა შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო, ალექსენა მოსკოვში რომ არ დაეპატიჟებინა, რადგან ამ უკანასკნელმა მისთვის პარტნიორი ეკატერინა დავიდოვა იპოვა. 1995 წლის ევროპის ჩემპიონატზე სადაც წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ მისმა პარტრნიორმა კუსტაროვამ სეზონის ბოლოს დაასრულა კარიერა (მე-17 ადგილი), აზროიანმა კი ვარჯიში განაახლა ლინჩუკთან.[3]։

აზოიანმა ეკატერინა დავიდოვასთან ერთად დაიკავა მეცხრე ადგილი 1994 წლის იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე. ისინი წარსდგნენ რუსეთის სახელით.[4] 1995 წლის ევროპის ჩემპიონატზე ელენა კუსტაროვასთან ერთად გამოვიდა რუსეთის სახელით და დაიკავა მე-17 ადგილი.[5]

1996 წლიდან აზოიანმა შეკრა გუნდი ანასტასია გრებენკინასთან ერთად რომელთან ერთად 1998 წლამდე წარმოადგენდა რუსეთს.[6] მათი პარტნირობოის დასრულების შემდეგ, აზროიანი ტიფანი ჰაიდენთან ერთად წარმოადგენდა სომხეთს.[7] [8]

გრებენკინასა და აზროაინის პარტნიორობა 2002 წელს აღსდგა. ამჯერად ისინი სომხეთის სახელით აგრძელებდნენ ასპარეზობას. ისინი გახდნენ პირველი სომეხი მოციგურავეები რომლებმაც სომხეთს გრან პრიზე მედალი მოუტანეს. ეს მოხდა 2005 წელს როდესაც დუეტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა „NHK Trophy“-ზე.[9] ისინი ერთად წარსდგნენ 2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. წყვილმა თამაშებზე წარადგინა სომხეთი და დაიკავა მე-20 ადგილი. აზროიანი იყო სომხეთის მედროშე 2006 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე.

2006 წლის სექტემბერში გრებენკინამ და აზროიანმა შეიცვალეს მწვრთნელი. მწვრთნელი ალექსეი გორშკოვი ალექსანდრე ჟულინმა ჩაანაცვლა.[10] 2006 წლის ჩინეთის თასზე გრებენკინამ ვარჯიშის დროს ფეხი მძიმედ დაიზიანა და ნაკერი დასჭირდა. მიუხედავადა ამისა შეძლო ტურნირზე ასპარეზობა აზროიანთან ერთად, დუეტმა მოახერხა მე-6 ადგილის დაკავება.[11] დუეტმა კარიერა დაასრულა 2006 წელს და ამის შემდეგ აღარ გამოდის შეჯიბრებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ISU
  2. ISU Info
  3. „Вазген Азроян: «Фигурное катание ближе к шоу-бизнесу, чем к спорту в чистом виде»“. Sports.ru (რუსული). 2015-01-20. ციტირების თარიღი: 2017-06-05.
  4. Tiffany HYDEN / Vazgen AZROJAN: 2000/2001
  5. Anastasia GREBENKINA / Vazgen AZROJAN: 2002/2003
  6. ISU
  7. American dancer skates for Armenia
  8. Hyden and Azrojan Return to U. S. Competition
  9. ISU
  10. ISU
  11. ISU