ვავა
ვავა, ნამდვილი სახელი ედვალდუ იზიდიუ ნეტუ (პორტ. Edvaldo Izídio Neto; დ. 12 ნოემბერი, 1934, რესიფი — გ. 19 იანვარი, 2002, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა. ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ედვალდუ იზიდიუ ნეტუ | ||
დაბადების თარიღი | 12 ნოემბერი, 1934 | ||
დაბადების ადგილი | რესიფი, ბრაზილია | ||
გარდაცვალების თარიღი | 19 იანვარი, 2002 | ||
გარდაცვალების ადგილი |
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 174 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1949–1950 | სპორტ რესიფი | ||
1951–1958 | ვასკო და გამა | ||
1958–1961 | ატლეტიკო | 71 | (31) |
1961–1963 | პალმეირასი | ||
1964–1967 | ამერიკა | ||
1967–1968 | ტოროს ნესა | ||
1968 | სან-დიეგო | 28 | (5) |
1969 | პორტუგეზა | ||
ეროვნული ნაკრები | |||
1955–1964 | ბრაზილია | 20 | (15) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1971–1972 | კორდობა | ||
1974–1975 | კორდობა | ||
1977–1978 | გრანადა | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 20-ჯერ და 15 გოლი გაიტანა. ნაკრების შემადგენლობაში მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1958 და 1962 წლებში; 1962 წლის მუნდიალზე 4 გოლი გაიტანა და ექვს საუკეთესო ბომბარდირს შორის მოხვდა. ვავა ერთ-ერთია ოთხ ფეხბურთელს შორის, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატის ორ ფინალში აქვთ გოლი გატანილი (დანარჩენები არიან: პელე, პაულ ბრაიტნერი და ზინედინ ზიდანი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2020.