ვაგიტ ალეკპეროვი
ვაჰიდ იუსუფი უფრო ცნობილია როგორც ვაგიტ ალეკპეროვი (აზერ. Vahid Yusuf oğlu Ələkbərov, რუს. Вагит Юсуфович Алекперов; დ. 1 სექტემბერი, 1950) — აზერბაიჯანელი და რუსი ბიზნესმენი, წამყვანი რუსული ნავთობკომპანიის ლუკოილის პრეზიდენტი. [1]
ვაგიტ ალეკპეროვი | |
---|---|
დაიბადა | 1 სექტემბერი, 1950 ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ |
ეროვნება | აზერბაიჯანელი |
საქმიანობა | ბიზნესმენი |
2021 წლის 16 აპრილის მიხედვით, ბლუმბერგ მილიარდელების ინდექსზე დაყრდნობით, ალეკპეროვის ქონება 19.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, არის 94-ე უმდიდრესი პიროვნება მთელ მსოფლიოში, და მე-5 უმდიდრესი ადამიანი რუსეთში.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალეკპეროვი დაიბადა ბაქოში, აზერბაიჯანის სსრ-ში, რომელიც ნავთობის საერთაშორისო ინდუსტრიის ერთ-ერთი ადრეული ცენტრია. მამამისი, მთელი ცხოვრება ნავთობის საბადოებში მუშაობდა და შთააგონებდა ალეკპეროვს, გაჰყოლოდა მის კვალს. ალეკპეროვის მამა აზერბაიჯანელი მუსლიმი იყო, დედა კი რუსი მართლმადიდებელი. ალეკპეროვი რელიგიურია, მაგრამ თავს არც მუსლიმად და არც მართლმადიდებლად არ განსაზღვრავს. [2] ის თვრამეტი წლის იყო, როცა ინდუსტრიაში თავისი პირველი სამსახური მიიღო.
ალეკპეროვმა 1974 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობისა და ქიმიის ინსტიტუტი. სტუდენტობის პერიოდში ის ასევე მუშაობდა ბურღვის ოპერატორად Kaspmorneft-ში, კასპიის რეგიონალურ მწარმოებელ კომპანიაში.
სკოლის დამთავრების შემდეგ მან განაგრძო მუშაობა და 1979 წლისთვის ინჟინერის თანამდებობიდან გადავიდა საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ. მას ნავთობის პლატფორმებზე ექსტრემალურ პირობებში უწევდა მუშაობა. ერთხელ მუშაობის დროს, აპარატის აფეთქების შედეგად კასპიის ზღვაში გადავარდა.
ალეკპეროვი გადავიდა დასავლეთ ციმბირში 1979 წელს და მუშაობდა Surgutneftegaz- ში 1979-1985 წლებში, რითაც მოიპოვა თავისი რეპუტაცია, როგორც ინდუსტრიის ექსპერტი. ის აღმავალ თანამდებობებზე იყო და 1985 წლისთვის გახდა ბაშნეფტის საწარმოო კომპანიის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. 1987 წელს გახდა ახლად შექმნილი საწარმოო კომპანია Kogalymneftegaz- ის გენერალური დირექტორი.
1990 წელს ალეკპეროვი დაინიშნა საბჭოთა კავშირის ნავთობისა და გაზის მრეწველობის მინისტრის მოადგილედ და გახდა ენერგეტიკის მინისტრის ყველაზე ახალგაზრდა მოადგილე საბჭოთა კავშირის ისტორიაში. იმ დროს ალეკპეროვმა ხელი შეუწყო ვერტიკალურად ინტეგრირებული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების შექმნას, რომლებიც გააერთიანებდნენ ენერგეტიკის სექტორის ორგანიზაციების ფართო სპექტრს. [3]
როგორც საბჭოთა კავშირის ნავთობისა და გაზის მრეწველობის მინისტრის მოადგილე, ალეკპეროვი ჩართული იყო პირველი ვერტიკალურად ინტეგრირებული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიის Langepas-Uray-Kogalymneft- ის ჩამოყალიბებაში, რომელიც დაარსდა 1991 წლის ბოლოს. 1993 წლის აპრილში Langepas-Uray-Kogalymneft გახდა ლუკოილი, გაზის კომპანია, რომლის პრეზიდენტი იყო ალეკპეროვი.
ალეკპეროვმა შეინარჩუნა ლუკოილის პრეზიდენტის თანამდებობა. დღეს კომპანიაში დასაქმებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი, და ლუკოილი არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ნავთობ კომპანია.
ლუკოილი იყო პირველი რუსული კომპანია, რომელმაც შეიძინა ამერიკული კომპანია. 2000 წლის ნოემბერში ლუკოილმა შეიძინა Getty Petroleum Marketing და მისი 1300 ბენზინგასამართი სადგური შეერთებულ შტატებში. [4] 2006 წლის მაისში ალეკპეროვი იყო IFD Kapital Group- ის ორი ძირითადი მფლობელიდან ერთ-ერთი. [5]
2018 წელს ალეკპეროვმა პირველად თქვა ინტერვიუში, რომ ის ეძებს თავისი თანამდებობის მემკვიდრეს, მისი თქმით, პერსონალის გადანაწილება შეიძლება მოხდეს კომპანიაში 2023 წელს. [6]
ალეკპეროვი არის რუსი ოლიგარქების სიაში.[7]
ჯილდოები
რედაქტირებაალეკპეროვი იყო რუსეთის პირველი მოქალაქე, რომელმაც მიიღო ვუდრო ვილსონის ჯილდო. იგი 2005 წელს დაჯილდოვდა კორპორატიული მოქალაქეობის მიღწევებისთვის. [8]
2020 წლის 31 აგვისტოს, ვაგიტ ალეკპეროვის 70 წლის იუბილეს წინ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დააჯილდოვა დოსტლუგის ორდენით აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში გაწეული სპეციალური სამსახურისთვის. [9]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაალეკპეროვი დაქორწინებულია ლარისა ვიქტოროვნა ალეკპეროვაზე და ჰყავს ვაჟი იუსუფი, რომელიც დაიბადა 1990 წელს. [10]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Vagit Yu. Alekperov, President of OAO LUKOIL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-06. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ Maass, Peter (2 August 2004). „The Triumph of the Quiet Tycoon“. The New York Times Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2014. ციტირების თარიღი: 3 February 2014.
- ↑ Vagit Y. Alekperov 1950— Biography.
- ↑ Lukoil Americas Corporation website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-15. ციტირების თარიღი: 2021-10-30.
- ↑ Teagarden, Michael (1 March 2006). „Lukoil Executives Alekperov and Fedun Own Russia's IFD Kapital“. Bloomberg News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 April 2014. ციტირების თარიღი: 11 April 2014.
- ↑ Глава ЛУКОЙЛа сообщил об изучении потенциальных преемников. ციტირების თარიღი: 2021-06-18
- ↑ Report to Congress Pursuant to Section 241 of the Countering America's Adversaries Through Sanctions Act of 2017 Regarding Senior Foreign Political Figures and Oligarchs in the Russian Federation and Russian Parastatal Entities.
- ↑ Wilson Center to Honor Pickering and Alekperov for Contributions to U.S.-Russian Relations | Wilson Center en. ციტირების თარიღი: 2021-06-18
- ↑ President Ilham Aliyev awards Lukoil CEO, AzerNews, 31 August 2020, Retrieved 4 September 2020
- ↑ „Вагит Юсуфович Алекперов. Биографическая справка“. РИА Новости. 12 March 2009. ციტირების თარიღი: 20 March 2014.