ვაგინიზმი
ვაგინიზმი — სქესობრივი დარღვევა, რომელიც ხელს უშლის ვაგინალურ სექსსა და სხვა ტიპის პენეტრაციას ვაგინაში.[1] ეს ხშირად სექსის მცდელობას მტკივნეულს ან შეუძლებელს ხდის.[1]
ვაგინიზმის გამომწვევი მიზეზები ხშირ შემთხვევაში უცნობია. ის შეიძლება დაკავშირებული იყოს ემოციურ ფაქტორებთან, სექსუალური ძალადობის გამოცდილებასთან ან ტრავმასთან და წარსულში მომხდარ მტკივნეულ სექსუალურ გამოცდილებასთან.
დარღვევის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ბიჰევიორულ თერაპიას და ვაგინის თანდათანობით დილაციას.[1] როგორც წესი, ქირურგიული ჩარევა საჭირო არ არის.[2] უცნობია, ზუსტად რამდენ ქალს აწუხებს ვაგინიზმი, თუმცა მიიჩნევა, რომ ის საკმაოდ იშვიათი დარღვევაა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნები
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Ferri, Fred F. (2016) Ferri's Clinical Advisor 2017 E-Book: 5 Books in 1. Elsevier Health Sciences, გვ. 1330. ISBN 9780323448383.
- ↑ Vaginismus (2018-01-11). ციტირების თარიღი: 15 October 2018