ვაალა (ფინ. Vaala) — მუნიციპალიტეტი ოულუნკაარის ქვერეგიონში, ფინეთში. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 2 614 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 1 764.04 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 2.01 ადამიანია 1 კმ²-ზე. უწინ ვაალა კაინუუს რეგიონს მიეკუთვნებოდა, თუმცა 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ჩრდილოეთ ოსტრობოტნიის რეგიონს მიაკუთვნეს. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. ვაალის ტერიტორიაზე მდებარეობს სიდიდით მე-4 ტბა ფინეთში, ოულუიარვი.

ადმინისტრაციული ერთეული
ვაალა
ფინ. Vaala
გერბი

ქვეყანა ფინეთის დროშა ფინეთი
კოორდინატები 64°33′35″ ჩ. გ. 26°50′25″ ა. გ. / 64.55972° ჩ. გ. 26.84028° ა. გ. / 64.55972; 26.84028
დაარსდა 1865[1]
ფართობი 1302.37 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა ფინური ენა[2] [3]
მოსახლეობა 2 589 (31 დეკემბერი, 2023)[4]
სასაათო სარტყელი UTC+2 და UTC+3
ოფიციალური საიტი https://www.vaala.fi/ და https://www.vaala.fi/in-english/
ვაალა — ფინეთი
ვაალა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება