ეძანის ნამოსახლარი

ეძანის ნამოსახლარი, ბარმაქსიზის ნამოსახლარი — განვითარებული მეზოლითის ხანის ნამოსახლარი (სადგომ-სახელოსნო), ქალაქ წალკის ჩრდილოეთ ნაწილში (ისტორიული ეძანი, ყოფილი ბარმაქსიზი), მდ. ქციის (ხრამის) მარცხენა ნაპირზე. წარმოადგენს ეხს, რომელიც ხეობის ფუძიდან 20-25 მეტრის სიმაღლეზეა, ხოლო ზღვის დონიდან 1600 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს.

გათხარეს 1936 წელს (ბ. კუფტინი) და 1963–1964 წლებში (მ. გაბუნია). აღმოჩნდა ობსიდიანის მრავალფეროვანი საწარმოო იარაღი. ჭარბობს გეომეტრიული მიკროლითები, არის აგრეთვე ისრისპირისებრი იარაღი, კარგად დამუშავებული მრავალი ჩასართი, მიკროლითური მრგვალი საფხეკები და სხვ. აღმოჩენილი მასალა ეძანის მოსახლეობის მძლავრ კულტურულ განვითარებაზე მიუთითებს. ირმის, ჯეირანის, კანჯარის, გარეული ძროხის, ღორისა და ცხენის ძვლების აღმოჩენა მოწმობს, რომ მეზოლითის ეპოქაში სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში სტეპური და ნახევრად სტეპური ლანდშაფტი ჭარბობდა. ამასვე ადასტურებს მტვრიანისა და სპორების ანალიზის შედეგები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაბუნია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, т. 1, Тб., 1941.