ეშრეფიდები ან აშრაფიდები (თურქ. Eşrefoğulları ან Eşrefoğulları Beyliği) — ანატოლიის თურქმანული ბეილიქი, რომელიც XIII საუკუნეში იმავე სახელობის დინასტიამ დააფუძვნა.

ეშრეფიდები
Eşrefoğulları Beyliği

ბეილიქი

Flag of None.svg
1280 — 1326 Flag of None.svg
Anadolu Beylikleri.png
ეშრეფიდები.
(რუკაზე ასახულია როგორც Eşrefoğulları)
დედაქალაქი ბეიშეჰირი
ენა თურქული
რელიგია სუნიტური ისლამი

ისტორიარედაქტირება

დინასტიის დამფუძნებელი სულეიმან იბნ ეშრეფია. 1284 წელს ილხანთა ყაენის აჰმედ თოგუდანის ბრძანებით, რუმის სულთანი ქეი-ხოსროვ III მოაკლევინეს და ტახტზე მისი ბიძაშვილი მასუდ II ღაის ად-დინი დანიშნეს. მოკლული სულთნის დედამ საკუთარი ორი შვილიშვილის დასაცავად თხოვნით ეშრეფოღულარებს მიმართა და ამ მოტივით ისინი კონიაში მოიწვია. მოგვიანებით მათ მასუდ II-სთან მეგობრული ურთიერთბები დამყარეს და რუმის სასულთნოს ქვეშევრდომობა მიიღეს. ამ დროისთვის ბეილიქის ცენტრი ბეიშეჰირი იყო. სხვა ანატოლიის ბეილიკებთან ერთად ილხანთა — ემირ ჩობანის მორჩილთა შორის ეფშეროღლი მეჰმედ ბეგიც (1314) ითვლებოდა. მეჰმედ ბეგის შემდეგ ემირი სულეიმან-შაჰ II (1326) გახდა. მას დაპირისპირება მოუწია ანატოლიის სხვა მონღოლ გამგებლებთან, კერძოდ კი ტიმურტაშთან. ტიმურტაშმა ბეილიქის დედაქალაქი ბეიშეჰირი დაიაკვა და სულეიმან-შაჰ II მოაკლევინა.

მართველთა სიარედაქტირება

მმართველი მმართველობის პერიოდი
სულეიმან იბნ ეშრეფი (1280-1302)
მუბარიზ ალ-დინ მეჰმედ ბეგი (1302-1320)
სულეიმან II ბეგი (1320-26)

ლიტერატურარედაქტირება

  • Claude Cahen: Pre-Ottoman Turkey, 1969

სქოლიორედაქტირება