ეშერის მიწერილი სანადირო მეურნეობა
ეშერის მიწერილი სანადირო მეურნეობა — მიწერილი სანადირო მეურნეობა საქართველოს სსრ აფხაზეთის ასსრ სოხუმის რაიონში. მდებარეობდა სოხუმის სატყეო მეურნეობის ტერიტორიაზე, მოიცავდა 16 000 ჰექტარს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით — გუმისთის სატყეო, დასავლეთით — გუდაუთის რაიონი, ჩრდილოეთით — გუმისთის სატყეო, სამხრეთით — სოფელი ეშერა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბურჯანაძე, მონადირის ცნობარი, გვ. 179, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1969.