ექსჰაუსტერი
ექსჰაუსტერი — გამწოვი ვენტილატორი. მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა წვრილი მწერების დაჭერა.
ექსჰაუსტერს უწინ უწოდებდნენ იმ სავენტილაციო დადადგარებსაც, რომელთა დანიშნულება იყო მტვრის, ნახერხის, ბურბუშელისა და სხვ. ნარჩენების გამოწოვა ხის დასამუშავებელ საამქროებში. კონსტრუქციით ექსჰაუსტერი სხვა ვენტილატორებისაგან დიდად არ განსხვავდება.
ექსჰაუსტერები პირველად გაჩნდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 257.