ექსცენტრიკა
ექსცენტრიკა (ლათ. excentricus — ცენტრის მიღმა) — საცირკო და საესტრადო ხელოვნების ჟანრი, მსახიობის (კლოუნი, გიმნასტი) საშემსრულებლო ხერხი, რომლის დროსაც დარღვეულია ჩვეულებრივი, საყოველთაოდ მიღებული მოქმედების ნორმები.
ექსცენტრიკისთვის დამახასიათებელია ალოგიკურობა, მოულოდნელობა, შეუსაბამობა, იუმორი. ექსცენტრიკის ხერხებს იყენებენ საცირკო ხელოვნების ყველა ჟანრში (აკრობატიკა, გიმნასტიკა, მუსიკალური ნომრები). მის ელემენტებს შეიცავდა მოხეტიალე მსახიობთა, ჯამბაზთა, მასხარათა გამოსვლები. საცირკო ექსცენტრიკის ოსტატები იყვნენ კლოუნები გროფი, ბიმ-ბომი და სხვ. ცხოველების მწვრთნელი ა. ცხომელიძე, გიმნასტი ა. დონატო. ექსცენტრიკას მიმართავენ მუსიკალური ნომრის შესრულების დროსაც — მუსიკალურ საკრავებად იყენებენ ქვებს, ტაფებს და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.