ექსტერიერი (სასოფლო-სამეურნეო ცხოველისა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ექსტერიერი (მრავალმნიშვნელოვანი).

სასოფლო-სამეურნეო ცხოველის ექსტერიერი (ფრანგ. Exterieur, ლათ. Exterior — გარეგანი, გარეგნული) — ცხოველის გარეგნობა და სხეულის აგებულება. სასოფლო-სამეურნეო ცხოველის შეფასება ექსტერიერის მიხედვით ცნობილია უძველესი დროიდან. პროდუქტიულობის მხრივ სხვადასხვამიმართლების ცხოველთა ექსტერიერის სახეობა დაკავშირებულია ცხოველის ანატომიურ, ფიზიოლოგიურ, ნერვულ-ჰუმორულ და სხვა კონსტიტუციურ თავისებურებებთან. ექსტერიერი კონსტიტუციის გარეგანი გამოხატულებაა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს საშენედ ცხოველის შერჩევისას. ცხოველის ექსტერიერს აფასებენ თვალზომით (თვალზომით შეფასება) და განაზომებით. ამისათვის იყენებენ საზომ ჯოხს, ფარგალს და ბაფთას (იხ. ცხოველის გაზომვა). ექსტერიერის მიხედვით მსჯელობენ ცხოველის პროდუქტიულობის მიმართულებაზე, ჯიშზე, განვითარების დონეზე, სქესზე (სქესობრივი დიმორფიზმი), ექსტერიერული მანკის არსებობაზე ან არარსებობაზე და კონსტიტუციური დასუსტების ნიშნებზე. ცხოველის საშენე შერჩევისას საჭიროა მისი კომპლექსური შეფასება ექსტერიულ-კონსტიტუციური თავისებურებების, პროდუქტიულობის, წარმოშობისა და შთამომავლობის ხარისხის მიხედვით.

ლიტერატურა

რედაქტირება