ექვსგუმბათიანი სინაგოგა

ექვსგუმბათიანი სინაგოგა (აზერ. Altı günbəz sinaqoqu) — სინაგოგა აზერბაიჯანში, ყუბის რაიონის სოფელ ყირმიზი-ქასაბაში. აგებულია XIХ საუკუნის ბოლოს. ანალოგიური სინაგოგა სტამბოლშიც მოქმედებს. სინაგოგა იყო რელიგიური მიმდევრობის ცენტრი. ამჟამად სინაგოგა გახსნილია მიღებისათვის.[1]

ექვსგუმბათიანი სინაგოგა
აზერ. Altı günbəz sinaqoqu
მდებარეობა ყირმიზი-ქასაბა, ყუბის რაიონი, აზერბაიჯანი
არქიტექტორი გილელ ბენ ხაიმი
ტიპი იუდაიზმი
სტილი აღმოსავლური
თარიღდება 1888

ისტორია რედაქტირება

ექვსგუმბათიანი სინაგოგა აშენდა 1888 წელს გილელ ბენ ხაიმას პროექტის მიხედვით. ნაგებობა აღიმართა მთიელი ებრაელი ქვისმთლელი ჯილიადისა და მისი ამხანაგების მიერ.[2] ნაგებობის არქიტექტურას აქვს აღმოსავლური სტილი. სინაგოგა წარმოადგენს გილგატის კვარტლის ექვსდღიანი მიგრირების სიმბოლოს სოფელ გილიადუზიდან ყუბის ხანის ჰუსეინალი ხანის ნებართვით. ნაგებობას აქვს 14 ძირითადი სარკმელი. მთავარი სამლოცველო დარბაზის კედლების სიმაღლე 7 მეტრია.[3]

დიდი ხნის განმავლობაში ნაგებობა გამოიყენებოდა როგორც საწყობი, შემდგომ — როგორც სამკერვალო საამქრო. აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სამლოცველო სახლი დაუბრუნდა მოსახლეობას. 1995 წელს, ყირმიზი-ქასაბს გამორჩეული წარმომადგენლების, მარდახაი აბრამოვისა და სემიონ ნისანოვის ინიციატივით, დაიწყო ნაგებობის რესტავრაცია, რომელიც გაგრძელდა 2000 წლის ოქტომბრამდე. 2001 წლის 11 ოქტომბერს ყირმიზი-ქასაბის ებრაელმა მოსახლეობამ იზეიმა ექვსგუმბათიანი სინაგოგის აღდგენა. მაგრამ სრული რესტავრაცია დასრულდა 2005 წელს.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. КАВКАЗСКИЙ ЕРУШАЛАИМ. lechaim.ru. ციტირების თარიღი: 2018-08-07.
  2. 2.0 2.1 „Архитектурная достопримечательность – синагога в Красной Слободе“. STMEGI. ციტირების თარიღი: 2018-08-07.
  3. Qırmızı qəsəbə “Altı günbəz” sinaqoqu. scwra.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-03-25. ციტირების თარიღი: 2018-08-07.