ეფრემ მცირის ქუჩა
ეფრემ მცირის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ორთაჭალა); ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის (ყოფილი მირ ვეზიროვის) ქუჩიდან დეკაბრისტების მოედნამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც დილიჯანის შესახვევი, თბილისის ქუჩების 1940 წლის ცნობარში — როგორც დილიჯანის ქუჩა. 1960 წელს ქუჩას ეფრემ მცირის სახელი დაერქვა.
ეფრემ მცირის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | კრწანისის რაიონი |
ისტორიული რაიონი | ორთაჭალა |
წინა სახელები | დილიჯანის შესახვევი, დილიჯანის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 67, ISBN 978-99928-20-35-3.