ეფემერიდული დრო (ET) — თეორიულად შემოღებული თანაბრად მიმდინარე ნიუტონისეული დრო. არგუმენტად იყენებენ ცის მექანიკის დიფერენციალურ განტოლებებში, რომელთა საფუძველზე შეისწავლიან ცის სხეულთა მოძრაობებს და განსაზღვრავენ მათ ეფემერიდებს. საშუალო დროისაგან განსხვავებით ეფემერიდული დროის ერთეული ე. წ. ეფემერიდული წამი, მუდმივი სიდიდეა და ტოლია 1900 წლის ეპოქის ტროპიკული წელიწადის ხანგრძლივობის 1/31556925.97474 ნაწილისა. არათანაბრად მიმდინარე UT მსოფლიო დროიდან ET ეფემერიდულ დროზე გადასასვლელად უნდა გამოიანგარიშოთ შესწორება, რომელიც განისაზღვრება მთვარის მოძრაობის თეორიის საფუძველზე და ვარსკვლავების მიმართ მთვარის ზუსტი მდებარეობის დადგენით. ეს შესწორება (წამებში) გამოითვლება ფორმულით:

,

სადაც — იულიუსის საუკუნეებია, ათვლილი 1900 წლის 0 იანვრის საშუალო შუადღიდან (მსოფლიო დროით), ხოლო მიიღება მთვარის გამოთვლილი და დამზერილი საშუალო გრძედების შედარებით. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის VIII (1952) და IX (1955) ყრილობების გადაწყვეტილებით ასტრონომიულ წელიწდეულებში 1900 წლიდან, თითქმის ყველა ძირითადი მონაცემი მოყვანილია ეფემერიდული დროით.

ლიტერატურა

რედაქტირება