ეუგენია ანდერსონი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

 

ეუგენია ანდერსონი (დ. 26 მაისი, 1909 – გ. 31 მარტი, 1997) - ცნობილი როგორც ჰელენ ეუგენია მურ ანდერსონი, შეერთებული შტატების დიპლომატი. აშშ-ს ისტორიაში პირველი ქალი იყო, რომელიც ელჩის დონეზე მისიის უფროსად დაინიშნა.[1]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ჰელენ ეუგენია მური დაიბადა 1909 წლის 26 მაისს, აიოვას შტატში, ადირში, მეთოდისტი მღვდლის ეზეკიელ ა. მურისა და მისი მეუღლის ფლორაბელის ხუთი შვილიდან ერთ-ერთი იყო. იგი სტუდენტობისას მუსიკაზე იყო კონცენტრირებული და ნიუ-იორკში ჯულიარდის სკოლაში სწავლობდა; მისი თავდაპირველი სურვილი იყო საკონცერტო პიანისტი გამხდარიყო. კარლტონის კოლეჯში 1929-1931 წლებში სწავლობდა. სწორედ იქ გაიცნო მისი მეუღლე, ჯონ პირს ანდერსონი, რომელზეც 1929 წელს დაქორწინდა და მისგან ორი შვილი ჰანსი და იოჰანა შეეძინა. [1]

საზოგადოებრივი ცხოვრება

რედაქტირება
1951 წლის ინტერვიუ ეუგენია ანდერსონთან

ანდერსონის ინტერესი საერთაშორისო საქმეებისადმი გაღვივებული იყო 1937 წელს ევროპაში მოგზაურობით. როგორც ის იხსენებს, გერმანიშია პირველად ნახა ტოტალიტარული სახელმწიფო მოქმედებაში. დაბრუნებისას ის ხშირად საუბრობდა ამომრჩეველ ქალთა ლიგის სახელით და ებრძოდა იმდროინდელ იზოლაციონისტურ პოლიტიკას.

1944 წელს ანდერსონმა ხელი შეუწყო მინესოტას დემოკრატიულ-ფერმერულ-ლეიბორისტული პარტიის შექმნას. ოთხი წლის შემდეგ, იგი აირჩიეს ეროვნულ დემოკრატიულ პარტიაში. 1949 წელს პრეზიდენტმა ტრუმენმა ჰელენი აშშ-ს ელჩად დანიშნა დანიაში (1949–1953). [2] [3] პრესის კრიტიკის მიუხედავად, მას კარგად იცნობდნენ დანიაში და მედია მას ზოგჯერ "დეიდა ანდერსონს" უწოდებდა. დიდმა პოპულარობამ მას საშუალება მისცა გამოეყენებინა პოლიტიკური ძალა: მან დაარწმუნა დანია უფრო ძლიერი ვალდებულება მიეღო ნატოს მიმართ, გააძლიერა გრენლანდიის ხელშეკრულება და 1950 წელს გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელმაც ხელი მოაწერა დანიასთან ვაჭრობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას.[4] [5] 1953 წელს გადადგა თანამდებობიდან, მეფე ფრედერიკ IX-მ ეუგენია დანებროგის ორდენით დააჯილდოვა. [6]

მოგვიანებით, პრეზიდენტმა კენედიმ ეუგენია ელჩად დანიშნა ბულგარეთში (1962–1964). [7] ამრიგად, ანდერსონი გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირთან მოკავშირე ქვეყანაში.

თანამდებობის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტმა ჯონსონმა ანდერსონი გაეროს სამეურვეო საბჭოში დანიშნა და ერთი წლის შემდეგ იგი გაეროს დეკოლონიზაციის კომიტეტში მუშაობდა. [8]

  1. 1.0 1.1 Binder, David (1997-04-03). „Eugenie Anderson, 87, First Woman to Be U.S. Ambassador“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-03-31. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "NYTimesObit" defined multiple times with different content; $2
  2. Eugenie Moore Anderson. Eugenie Anderson Papers. Minnesota Historical Society. ციტირების თარიღი: 2008-03-31
  3. United States Department of State: Ambassadors to Denmark. United States Department of State. ციტირების თარიღი: 2008-03-31
  4. Politics of the Past: Eugenie Anderson 'held her own in smoke-filled rooms' – Minnesota Lawyer. ციტირების თარიღი: 2019-03-19Farber, Zac (28 June 2017). "Politics of the Past: Eugenie Anderson 'held her own in smoke-filled rooms' – Minnesota Lawyer". Retrieved 2019-03-19.
  5. Helen Eugenie Anderson. www.state.gov. ციტირების თარიღი: 2019-03-19
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. www2.mnhs.org. ციტირების თარიღი: 2019-03-19
  7. United States Department of State: Ambassadors to Bulgaria. United States Department of State. ციტირების თარიღი: 2008-03-31
  8. A woman of many firsts, Minnesota's Eugenie Anderson profiled in new book en-US (2019-03-17). ციტირების თარიღი: 2019-03-19"A woman of many firsts, Minnesota's Eugenie Anderson profiled in new book". Twin Cities. 2019-03-17. Retrieved 2019-03-19.

გარე ბმულები

რედაქტირება