ეუა (კუნძული)
ეუა (ინგლ. ʻEua) — ტონგის სამეფოს კუნძული წყნარ ოკეანეში, 18 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ტონგატაპუდან. ხმელეთის საერთო ფართობია — 87,44 კმ², მოსახლეობა 5016 ადამიანი[1] (2011 წელი), რაც შეადგენს ტონგის სამეფოს მთელი მოსახლეობის 4,86 %-ს. ადმინისტრაციულად კუნძული შედის ეუას ოლქში.
მშობ. სახელი: ინგლ. ʻEua | |
---|---|
გეოგრაფია | |
21°23′15″ ს. გ. 174°56′02″ დ. გ. / 21.38750° ს. გ. 174.93389° დ. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 87,44 კმ² |
სიგრძე | 19 კმ |
სიგანე | 7,5 კმ |
უმაღლესი წერტილი | 383 მ |
ოლქი | ეუას ოლქი |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 5016 (2011) |
სიმჭიდროვე | 57,365 ად. /კმ² |
გეოგრაფია
რედაქტირებატონგის არქიპელაგის სხვა კუნძულებისგან განსხვავებით კუნძულ ეუას აქვს მთიანი რელიეფი და ვულკანური წარმოშობა. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან აღწევს 383 მეტრ სიმაღლეს. ეუას სიგრძე შეადგენს დაახლოებით 19 კმ-ს, სიგანე — 7,5 კმ-ს. ეუა დაფარულია ტროპიკული ტყეებით, ხოლო ნიადაგი გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებით, რაც დადებითად აისახება სოფლის მეურნეობის განვითარებაზე.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული 1643 წლის იანვარში აღმოაჩინა ნიდერლანდელმა მოგზაურმა აბელ ტასმანმა, რომელმაც მას სახელად დაარქვა მიდელბურგ-ეილანდტი (ნიდერლ. Middelburg Eylandt). 1773 წლის ოქტომბერში ეუაზე გადავიდა ინგლისელი მოგზაური ჯეიმზ კუკი.
მოსახლეობა
რედაქტირებაგეოგრაფიულად ეუას კუნძული ტონგატაპუს კუნძულების ნაწილია, ადმინისტრაციულად — იყოფა ორ რაიონად: ეუა-მოტუ'ა და ეუა-ფო'ოუ. 2011 წელს კუნძულის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 5016 ადამიანი. სულ ეუას კუნძულზე 13 სოფელია. ყველაზე დიდი სოფლებია — 'ოჰონუა, ჰა'ატუ'ა, ანგაჰა და პანგაი. ეუას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია — 'ოჰონუა. 1860 წელს ეუას კუნძულზე გადმოასახლეს კუნძულ ატას მოსახლეობა, ხოლო 1946 წელს — ნიუაფოოუს კუნძულის მოსახლეობა ვულკანის ძლიერი ამოფრქვევის გამო.