ეტნე (ძვ. ბერძნ. Αἴτνη), იუპიტერ XXXI, S/2001 J 11პლანეტა იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრი.

იუპიტერის თანამგზავრი ეტნე

აღმოჩენა

რედაქტირება

ეტნე აღმოაჩინეს 2001 წლის 9 დეკემბერს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომთა ჯგუფმა და მიიღო დროებითი აღნიშვნა S/2001 J 11.[1][2] 2003 წლის აგვისტოში თანამგზავრს ეწოდა სახელი ეტნე ბერძნულ მითოლოგიაში ერთ-ერთი ნიმფის მიხედვით.[3]

ეტნე იუპიტერის გარშემო ბრუნავს საშუალოდ 23 229 000 კმ მანძილზე 730 დღეში, 4 საათსა და 19 წუთში. ორბიტას აქვს ექსცენტრიულობა 0,2643. რეტროგრადული ორბიტის დახრილობაა 165,091°. ეკუთვნის კარმე ჯგუფს.

ფიზიკური მახასიათებლები

რედაქტირება

ეტნეს დიამეტრი დაახლოებით 3 კმ-ია. სატელიტი სავარაუდოდ შედგება ძირითადად სილიკატური ქანებისგან. ძალიან ბნელ ზედაპირს აქვს ალბედო 0,04. მაგნიტუდა 22,7m.

  1. IAUC 7900: Satellites of Jupiter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-23. 16 мая 2002 (Открытие)
  2. MPEC 2002-J54: Eleven New Satellites of Jupiter დაარქივებული მარტი 20, 2012 საიტზე Wayback Machine 15 мая 2002 (Открытие и эфемериды)
  3. IAUC 8177: Satellites of Jupiter, Saturn, Uranus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-07-09. 8 августа 2003 (Присвоение имени спутнику)