ეტიუდი (მუსიკა)
ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — მზარდი ტექნიკური სირთულის, ჩვეულებრივ მცირე ზომის მუსიკალური ნაწარმოები (პიესა), რომელიც ავითარებს დაკვრის ტექნიკის რომელიმე ელემენტს (ტერცია, ოქტავა, გამა, არპეჯო, ოქტავა, ნახტომი, ტრელი, სტაკატო, ლეგატო, პოლიფონიური თანახმიერება და სხვ.).
პედაგოგიურ პრაქტიკაში გავრცელებულია კლემენტის, ჩერნის, კრამერის საფორტეპიანო, კრეიცერის და როდის სავიოლინო ეტიუდები. დიდი მხატვრული ღირებულება აქვთ შოპენის, შუმანის („სიმფონიური ეტიუდები“), ლისტის („ტრანსცენდენტური შესრულების ეტიუდები“, „პაგანინის დიდი ეტიუდები“), დებიუსის, რახმანინოვის, სკრიაბინის და სხვათა ეტიუდებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 242.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ეტიუდი (მუსიკა) — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)