ეტიუდი (თეატრალური ხელოვნება)
ეტიუდი (ფრანგ. étude, სიტყვასიტყვით – შესწავლა, ვარჯიში) — იმპროვიზაციული ხასიათის სავარჯიშო სამსახიობო ხელოვნების ტექნიკის განვითარებისა და სრულყოფის მიზნით.
ეტიუდი შეიცავს პედაგოგის ან რეჟისორის მიერ შემსრულებლისათვის შერჩეულ მარტივ ან რთულ სცენურ მოქმედებას. ეტიუდი შეიძლება იყო ინდივიდუალური ან ჯგუფური.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 242.