ეტიენ ბონო დე კონდილიაკი

ფრანგი ფილოსოფოსი

ეტიენ ბონო დე კონდილიაკი (ფრანგ. Étienne Bonnot de Condillac; დ. 30 სექტემბერი, 1715 — გ. 3 აგვისტო, 1780) — ფრანგი ფილოსოფოსი. კონდილიაკი ხშირად ხვდებოდა ენციკლოპედისტების წრეში, 1768 წელს ფრანგული აკადემიის წევრი გახდა, 1768 წლამდე კი ლუი XV-ის შვილიშვილის — ფერდინანდ I-ის (პარმის ჰერცოგი) აღმზრდელი იყო. გარდაიცვალა 1780 წელს.

ეტიენ ბონო დე კონდილიაკი
ფრანგ. Étienne Bonnot de Condillac
დაბ. თარიღი 30 სექტემბერი, 1714(1714-09-30)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი გრენობლი, საფრანგეთის სამეფო[1]
გარდ. თარიღი 3 აგვისტო, 1780(1780-08-03)[1] [3] [4] [5] [6] [8] (65 წლის)
გარდ. ადგილი ბოჟანსი, საფრანგეთის სამეფო
მოქალაქეობა საფრანგეთი
საქმიანობა ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ფსიქოლოგი, ენციკლოპედისტი, კათოლიკე მღვდელი[9] , მწერალი[7] და თეოლოგი
განთქმული მოსწავლეები Pierre Laromiguière, Antoine Destutt de Tracy და Maine de Biran

კონდილიაკი მნიშვნლეოვანი ისტორიული ფიგურაა, ვინაიდან მასთანაა დაკავშირებული სენსუალისტური შემეცნების თეორიის განვითარება. ასევე მთავარი ფიგურაა ფრანგულ ფილოსოფიაში: თავდაპირველად მას უამრავი მიმდევარი ჰყავდა, შემდგომ კი ფრანგული ფილოსოფია განიხილებოდა როგორც კრიტიკა კონდილიაკის მიერ შემოღებული ძირითადი ცნებებისა. კონდილიაკმა ასევე გარკვეული წილი შეიტანა ინგლისური ემპირიზმის ჩამოყალიბებაში. მას ეკუთვნის რამდენიმე ფილოსოფიური ნაშრომი, როგორებიცაა „Essai sur l’Origine des Connaissances humaines“ („ადამიანის ცოდნის წარმოშობის გამოცდილება“, 1746 წ.); „Traité des Systèmes“ („ტრაქტატი სისტემების შესახებ“, 1749 წ.); „Traité des Sensations“ („ტრაქტატი შეგრძნებების შესახებ“, 1754 წ.) და „Traité des animaux“ („ტრაქტატი ცხოველების შესახებ“, 1755 წ.).

ლოკი, კონდილიაკის აზრით, ცდებოდა, როდესაც თვლიდა, რომ შემეცნება დამოკიდებულია შეგრძნებებსა და რეფლექსიაზე. კონდილიაკის აზრით, რეფლექსია არაა თვითნებური პროცესი, არამედ გადამუშავებული შეგრძნებაა; შეგრძნებებიდანვე იკრიბება მეხსიერება; შეგრძნებების უმეტესობა თავისთავად წარმოქმნის მსჯელობას. კონდილიაკი, ამის მიხედვით, არა მხოლოდ ხსნის სხვადასხვა სულიერი მოვლენის ბუნებას, არამედ სულიერების განვითარებას ანიჭებს ისტორიას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება