სენსუალიზმი (ფრანგ. sensualisme; ლათ. sensus — აღქმა, გრძნობა) — მიმართულება გნოსეოლოგიაში, რომლის მიხედვითაც გრძნობა და აღქმა სანდო შემეცნების ერთადერთი და მთავარი ფორმაა. ეს მიმართულება რადიკალურად განსხვავდება რაციონალიზმისგან. სენსუალიზმის მთავარი პრინციპია: „არაფერია გონებაში ისეთი, რაც არ არსებობს გრძნობებში“. სენსუალიზმის პრინციპი მთლიანად დაყრდნობილია როგორც აღქმასა და გრძნობებზე, ასევე წარმოდგენებზეც.

უდიდესი წილი შეიტანეს სენსუალიზმის ჩამოყალიბებაში შემდეგმა ფილოსოფოსებმა: პროტაგორა — ცნობილი ძველბერძენი სოფისტი ფილოსოფოსი; ეპიკურე; ჯონ ლოკი; ეტიენ ბონო დე კონდილიაკი.

ტერმინი სენსუალიზმი შემოიღო ვიქტორ კუზენმა, რომელმაც თავის ნაშრომში „Histoire générale de la philosophie“ სენსუალიზმს უპირისპირებს იდეალიზმს და, შესაბამისად, ამ ტერმინით აღნიშნავს მიმართულებას, რომელიც მიღებულია ითვლებოდეს მატერიალიზმად. თუმცა ეს სახელწოდება არ შენარჩუნდა. დღეს სენსუალიზმს გნოსეოლოგიაში უწოდებენ ცნობილ ხერხს სხვადასხვა გნოსეოლოგიური ამოცანის გადასაჭრელად და იგი უპირისპირდება ინტელექტუალიზმსა და რაციონალიზმს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება