ესტი გინზბერგი
ესტი გინზბერგი (ებრ. אסתי גינזבורג, ინგლ. Esti Ginzburg; დ. 6 მარტი, 1990) — ებრაელი მოდელი და მსახიობი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგინზბერგი დაიბადა 1990 წელს თელ-ავივში, ისრაელში. მან სამოდელო კარიერა რვა წლის ასაკში დაიწყო, როცა მონაწილეობა მიიღო რძის რეკლამაში, ხოლო 14 წლის ასაკში კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტო Elite Models-თან. 2007 წელს ის გამოჩნდა ჟურნალ ელის ფრანგული გამოცემის თებერვლისა და მარტის ნომრების გარეკანზე. ასევე იყო ისეთი ბრენდების სახე, როგორებიცაა: Tommy Hilfiger, Burberry, FCUK, Pull and Bear, და Castro. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ჯოელ შუმახერის 2010 წლის ფილმში თორმეტი.
გინზბერგი ამჟამად თელ-ავივში ცხოვრობს. 2009 წლის 22 ივლისს ის არმიას (ცაჰალს) შეუერთდა და იმავე წლის ოქტომბერში, როდესაც სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით შესვლის მხარდასაჭერად გამოდიოდა, აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან გააკრიტიკა თავისი თანამემამულე ებრაელი მოდელი ბარ რაფაელი მცირეხნიანი ქორწინების შედეგად სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების გამო. არმიაში შესვლასთან დაკავშირებით გინზბერგმა განაცხადა: "სამხედრო სამსახური არის იმის ნაწილი, რისიც მე მჯერა."