ესტატე ფავლენიშვილი

ესტატე ალექსანდრეს (მხარგრძელის) ძე ფავლენიშვილი (დ. 10 ივლისი, 1844 — გ. 23 აპრილი, 1909, კისლოვოდსკი) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1898).

დაამთავრა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის სახელობის მოსკოვის მე-2 კადეტთა კორპუსი (1863) და ალექსანდრეს სამხედრო სასწავლებელი (1864). მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ კამპანიებში (1865, 1868), რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878), ახალთექინის ლაშქრობაში (1880-1881). 1892-1894 წლებში პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა ყუბანის 1-ლ პლასტუნთა ბატალიონს. დაჯილდოებული იყო წმინდა ანას III (1878) და II (1881), წმ. სტანისლავის II (1880) და წმ. ვლადიმერის IV (1882) ხარისხის ორდენებით. 1898 წელს გავიდა თადარიგში გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, კავკასიის ოფიცერთა სესხის კაპიტალის კომიტეტის თავმჯდომარე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება