ესპანეთის კონსტიტუცია

ესპანეთის კონსტიტუცია (ესპ. Constitución Española) — ესპანეთის სამეფოს უზენაესი კანონი. ამოქმედდა მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო რეფერენდუმზე დაუჭირეს მხარი. ესპანეთის კონსტიტუცია ქვეყნის დემოკრატიაზე გადასვლის კულმინაციას წარმოადგენს.

ესპანეთის სამეფოს კონსტიტუცია

ამჟამინდელი კონსტიტუცია 1978 წელს, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ მიიღეს. ესპანეთის კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში არაერთი კონსტიტუცია და კონსტიტუციის მსგავსი დოკუმენტი ყოფილა, მაგრამ 1978 წლის კონსტიტუცია „პირველი იყო, რომელიც არ ყოფილა რომელიმე მხარის მიერ შემოღებული, არამედ ყველა მთავარი მხარის შეთანხმებულ კომპრომისს წარმოადგენდა“.[1] კონსტიტუცია 27 დეკემბერს დაამტკიცა მეფე ხუან კარლოს I-მა. 2 დღის შემდეგ კონსტიტუცია ესპანეთის მთავრობის გზეთში Boletín Oficial del Estado დაიბეჭდა და ოფიციალურად, 29 დეკემბერს ამოქმედდა.

1975 წლის 20 ნოემბერს, გენერალი ფრანსისკო ფრანკო გარდაიცვალა, რომელიც ესპანეთის სამხედრო დიქტატორი თითქმის 40 წლის მანძილზე იყო. კონსტიტუციის მიღება ესპანეთისთვის დემოკრატიისკენ ტრანზიციის უმაღლესი წერტილი იყო. ქვეყენაში კომპლექსური პროცესები დაიწყო, მათ შორის, პოლიტიკური, სოციალური და ისტორიული ცვლილებების სერია, რის შედეგადაც ფრანკისტული რეჟიმი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

კონსტიტუცია დარედაქტირდა და დამტკიცდა საკონსტიტუციო ასამბლეაზე (ესპ. Cortes Constituyentes), რომელიც 1977 წლის კორტესებიის არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბდა. კონსტიტუციამ გააუქმა სამეფოს ყველა ფუნდამენტური კანონი (მაგალითად, ფრანკისტული რეჟიმის კონსტიტუცია), ისევე როგორც სხვა მთავარი ისტორიული ან მანამდე არსებული კანონები, რომლებიც ახალ კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
 
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
  1. Carr, Raymond (1980). Modern Spain, 1875–1980. Oxford University Press, გვ. 177. ISBN 9780192158284. OCLC 6555498.