ესლინგერის გამომცემლობა

ესლინგერის გამომცემლობა (გერმ. Der Esslinger Verlag) — საბავშვო წიგნების გამომცემლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ესლინგერის გამომცემლობის სრული სახელწოდებაა Esslinger Verlag J. F. Schreiber GmbH - შპს ესლიგერის გამომცემლობა ი. ფ. შრაიბერი.

ესლინგერის გამომცემლობის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ნეკარის ესლინგერში და ეკუთვნის კლეტის ჯგუფს (Klett-Gruppe).

ისტორია რედაქტირება

ესლინგერის გამომცემლობა 1988 წელს ჩამოყალიბდა 1831 წლიდან არსებული შრაიბერის გამომცემლობის (Schreiber-Verlag) ბაზაზე. თავის მხრივ, შრაიბერის გამომცემლობის დამფუძნებელი იყო იაკობ ფერდინანდ შრაიბერი (Jakob Ferdinand Schreiber - * 1809; † 1868). 2014 წლიდან მოყოლებული გამომცემლობა ეკუთვნის თინემანს და იწოდება თინემან-ესლინგერის გამომცემლობად (Thienemann-Esslinger Verlag).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება