ესკადრა (ფრანგ. escadre) — სხვადასხვა კლასის სამხედრო ხომალდების დიდი შენაერთი; ხომალდთა 2 ან მეტი დივიზიონისაგან შემდგარი ადინისტრაციული ან ტაქტიკური ფორმირება. თანამედროვე ესკადრის შემადგენლობაში შედის საფლაგმანო გემები, მცურავი ბაზები, დამხმარე გემები, საბრძოლო ხომალდებიდან — სახაზო ხომალდები, ავიამზიდები, კრეისერები, ნაღმოსნები, საგუშაგო ხომალდები და სხვ. ესკადრას უწოდებენ აგრეთვე ხომალდების შენაერთს, რომელიც განკუთვნილია ფლოტის პირადი შემადგენლობის სწავლებისათვის (სასწავლო ესკადრა, პრაქტიკული ესკადრა). უცხოეთის ზოგიერთ არმიაში ესკადრა იყო არმიაში სამხედრო-საჰაერო ძალების შენაერთი მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დროს.

გერმანული ესკადრა, 1908

ლიტერატურა

რედაქტირება