ესთერ კარსტენსენი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ესთერ ჰენრიეტე კარსტენსენი (ქალიშვილობის გვარია ჰანსენი; დ. 10 აგვისტო, 1873 ― გ. 12 დეკემბერი, 1955) ― დანიელი ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი და ჟურნალის რედაქტორი. იგი „დანიელ ქალთა საზოგადოების“ (Dansk kvindesamfund) ერთ-ერთი აქტიური წევრი იყო, საზოგადოების ჟურნალის რედაქტორობდა 1908 წლიდან, ხოლო 1913 წლიდან ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. შემდგომში ქალთა საზოგადოების კოპენჰაგენის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.[1][2]

ესთერ კარსტენსენი
დაბადების სახელი ესთერ ჰენრიეტე ჰანსენი
დაბადების თარიღი 10 აგვისტო, 1873
სკოდსბორგი, დანია
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1955
კოპენჰაგენი, დანია
მშობლები მამა: ჰარალდ ანდრეას ჰანსენი

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ესთერ ჰენრიეტე ჰანსენი 1873 წლის 10 აგვისტოს დაიბადა სკოდსბორგში. იგი ვაჭრის, ჰარალდ ანდრეას ჰანსენისა (1835-1902) და ანა გეორგიანა სესილი დე ჟონკიერის (1847-1941) ოჯახში დაიბადა. ჰანსენი შეძლებულ ბურჟუაზიულ ოჯახში გაიზარდა კოპენჰაგენში და 1893 წელს ნ. სალეს სკოლაში ჩაირიცხა. 1897 წელს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის პირველი ნაწილის გამოცდა ჩააბარა, თუმცა სწავლა არ დაუსრულებია. 1898 წელს ის ივან კარსტენსენზე (1871-1949) დაქორწინდა.[2]

  1. Dahlsgård, Inga. Esther Carstensen Danish. Gyldendal: Dansk Biografisk Leksikon (1984). ციტირების თარიღი: 7 January 2019.
  2. 2.0 2.1 Vammen, Tinne. Esther Carstensen (1873 - 1955) Danish. Kvinfo. ციტირების თარიღი: 7 January 2019.