ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ერსან ილიასოვა (დ. 15 მაისი, 1987, ესქიშეჰირი, თურქეთი)[1]თურქი პროფესიონალი კალათბურთის მოთამაშე. პოზიციით მძიმე ფორვარდი/ცენტრი. ამჟამად თამაშობს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კლუბ მილოუკი ბაქსში. ნათამაშები აქვს თურქეთში, ესპანეთსა და NBA-ის განვითარების ლიგაში.

ერსან ილიასოვა

ილიასოვა ჰოუქსთან ერთად 2017 წელს
თავისუფალი აგენტი
მძიმე ფორვარდი/ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 15 მაისი, 1987 (1987-05-15) (37 წლის)
ესქიშეჰირი, თურქეთი
ეროვნება თურქი
სიმაღლე 206 სმ
წონა 107 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2005 / რაუნდი: 2 / არჩევა: 36-ე
არჩეული მილუოკი ბაქსი
პროფესიონალური კარიერა 2003–დღემდე
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
2003 - 2004 იესილიურტი
2004 - 2005 ულკერსპორი
2005 - 2007 მილუოკი ბაქსი
2005 - 2006   ტესლა 66-ერს
2007 - 2009 FC ბარსელონა
2009 - 2015 მილუოკი ბაქსი
2011 ანადოლუ ეფესი
2015 - 2016 დეტროიტ პისტონსი
2016 ორლანდო მეჯიქი
2016 ოკლაჰომა-სიტი თანდერი
2016 - 2017 ფილადელფია სიქსერსი
2017 - 2018 ატლანტა ჰოუქსი
2018 ფილადელფია სიქსერსი
2018 - 2020 მილუოკი ბაქსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
სტატისტიკა NBA.com-ზე

პროფესიონალური კარიერა

რედაქტირება

თურქეთი (2003-2005)

რედაქტირება

იესილიურტის მაისურით, თურქეთის მეორე დივიზიონში 2003-2004 წლების სეზონის გატარების შემდეგ ილიასოვა თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგაში გადავიდა; 2004-2005 წლების სეზონი მან კლუბ ულკერსპორიში გაატარა; სეზონში 12 თამაშში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 4.5 ქულა და 3.2 მოხსნა დააგროვა.[2]

მილოუკი ბაქსი (2005-2007)

რედაქტირება

2005 წლის NBA-ის დრაფტზე ერსან ილიასოვა მილოუკი ბაქსმა 36-ე არჩევნად აიყვანა. 2005 წლის ივლისში იგი ბაქსს ზაფხულის ლიგისთვის შეუერთდა. ამავე წლის 25 აგვისტოს ბაქსთან კონტრაქტი გააფორმა. 14 ნოემბერს ბაქსმა ილიასოვა NBA-ის G ლიგაში, კლუბ ტულსა 66-რსში გაუშვა; აქ მან 2005-2006 წლების სეზონი გაატარა.[3] გუნდში მიღებულ 46 თამაშში, იგი საშუალოდ 12.5 ქულას, 7.0 მოხსნასა და 1.0 შედეგიან გადაცემას ადროვებდა.[4]

NBA-ში ილიასოვას დებიუტი შედგა 2006 წლის 1 ნოემბერს, დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ ანგარიშით 105-97 მოგებულ შეხვედრაში.[5] 2006-2007 წლების სეზონში მან ბაქსის 66 თამაშში მიიღო მონაწილეობა; საშუალოდ 6.1 ქულასა და 2.9 მოხსნას აფიქსირებდა.

ესპანეთი (2007-2009)

რედაქტირება

2008 წლის 18 ივლისს ერსან ილიასოვამ კონტრაქტი ლიგა ACB-ის კლუბ FC ბარსელონასთან გააფორმა.[6] 2009 წელს, გუნდთან ერთად ჩემპიონობა მოიპოვა.

მილოუკი ბაქსი (2009-2015)

რედაქტირება

2009 წლის ივლისში ილიასოვა მილოუკიში დაბრუნდა და კლუბთან მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[7]

2012 წლის 3 თებერვალს მან ნიუ-ჯერსი ნეტსი წინააღმდეგ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 29 ქულა და 25 მოხსნა დააფიქსირა; ამ შედეგით გახდა ფრენჩაიზის ისტორიაში მესამე მოთამაშე, რომელმაც 25+ ქულა და 25+ მოხსნა ერთ თამაშში დააგროვა (აღნიშნული ციფრები კარიმ აბდულ-ჯაბარს 10-ჯერ, ხოლო სვენ ნატერს ერთჯერ აქვს დაფიქსირებული). ფრენჩაიზში უკანასკნელად ეს მაჩვენებელი 35+ წლის წინ განმეორდა.[8] მოგვიანებით იგი დაფიქსირებული შედეგისთვის კვირის მოთამაშის ჯილდო გადასცეს (5-11 მარტი).

2012 წლის 12 ივლისს ილიასოვამ ბაქსთან კვლავ მრავალწლიანი კოტრაქტი გააფორმა.[9][10]

2014 წლის 27 მარტს ტერფის დაზიანების გამო ილიასოვა გუნდ სეზონის ბოლომდე გამოაკლდა.[11]

2015 წლის 26 მარტს, ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ ანგარიშით 111-107 მოგებულ შეხვედრაში მან კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი, 34 ქულა დააფიქსირა.[12]

დეტროიტ პისტონსი (2015-2016)

რედაქტირება

2015 წლის 11 იანვარს ერსან ილიასოვა დეტროიტ პისტონსში, კარონ ბატლერსა და შავნე ვილიამსში გაიცვალა.[13] გაცვლაში ბრანდონ ჯენინგიც ჩაერთო (იგი ილიასოვასთან ერთად ბაქსში თამაშობდა.[14] მისი დებიუტი ახალ გუნდში შედგა 27 ოქტომბერს, ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ ანგარიშით 106-94 მოგებულ შეხვედრაში, რომელშიც მან 16 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება 34 წუთში მოიპოვა.[15]

ორლანდო მეჯიქი (2016)

რედაქტირება

2016 წლის 16 თებერვალს დეტროიტ პისტონსმა ილიასოვა ბრანდონ ჯენინგთან ერთად ორლანდო მეჯიქში, ტობიას ჰარისში გაცვალა.[16] მომდევნო დღეს შედგა მისი დებიუტი ორლანდოში; აღნიშნულ შეხვედრაში კლუბი დალას მავერიქსს დაუპირისპირა და ანგარიშით 110-104 გაიმარჯვა; ილიასოვამ 23 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა, ორი შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოიპოვა.[17]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ersan Ilyasova Stats, Video, Bio, Profile. NBA.com. ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  2. Ersan Ilyasova – Turkish Basketball League Player. TBLStat.net. ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  3. Milwaukee Bucks send Ersan Ilyasova to D-League. InsideHoops.com (November 14, 2005). ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  4. Ersan Ilyasova D-League Stats. Basketball-Reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 28, 2015. ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  5. Milwaukee Bucks at Detroit Pistons Box Score, November 1, 2006. Basketball-Reference.com (November 1, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 25, 2008. ციტირების თარიღი: November 1, 2006.
  6. AXA FC Barcelona lands Ilyasova. Euroleague.net (July 18, 2007). ციტირების თარიღი: July 18, 2007.
  7. BUCKS REACH AGREEMENT WITH ILYASOVA. NBA.com (July 23, 2009). ციტირების თარიღი: July 23, 2009.
  8. Ersan Ilyasova, Bucks spoil Brook Lopez's season debut for Nets. ESPN.com (February 20, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 15, 2012. ციტირების თარიღი: February 20, 2012.
  9. Bucks Re-Sign Ersan Ilyasova. NBA.com (July 12, 2012). ციტირების თარიღი: July 12, 2012.
  10. Bucks re-sign forward Ersan Ilyasova. ESPN.com (July 12, 2012). ციტირების თარიღი: July 12, 2012.
  11. Golliver, Ben. (March 27, 2014) Bucks' Ersan Ilyasova out for season with ankle injury. SI.com. ციტირების თარიღი: March 27, 2014.
  12. Ilyasova scores 34 points, Bucks beat Pacers 111-107. NBA.com (March 26, 2015). ციტირების თარიღი: March 26, 2015.
  13. Pistons Acquire Forward Ersan Ilyasova From Milwaukee In Exchange For Caron Butler And Shawne Williams. NBA.com (June 11, 2015). ციტირების თარიღი: June 11, 2015.
  14. Brunskowski, Jason. (12 June 2015) Jennings and Ilyasova reunited in Detroit. ციტირების თარიღი: 27 December 2018.
  15. Pistons surprise Hawks on opening night, winning 106-94. NBA.com (October 27, 2015). ციტირების თარიღი: October 27, 2015.
  16. Magic Acquire Jennings and Ilyasova From Pistons in Exchange for Harris. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. (February 16, 2016). ციტირების თარიღი: February 16, 2016.
  17. Mavs set franchise best for 3s but lose to Magic in OT. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. (February 19, 2016). ციტირების თარიღი: February 19, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერსან_ილიასოვა“-დან