ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა (ესპ. Junta de Gobierno de Reconstrucción Nacional) ნიკარაგუას ოფიციალურად მართავდა 1979 წლის იანვრიდან 1985 წლამდე. ხუნტის შემადგენლობაში დიდ უმრავლესობას შეადგენდა სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალური ფონტი.

სანდინიტას აჯანყებამ 1979 წლის 16 ივნისს ხუნტა გამოაცხადა ნიკარაგუის დროებით მმართველად. ამ პერიოდისთვის სამოქალქო ომი ანასტასიო სომოსა დებაილეს წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდებოდა. ხუნტა შედგებოდა ხუთი წევრისგან: სელფ-ს დირექტორატის წევრი-დანიელ ორტეგა, ორი მემარცხენე აქტივისტი-სერხიო რამირესი და მოისეს ასან მორალესი და ორი მემარჯვენე აქტივისი- ადოლფო რობელო და ვიოლეტა ბარიოს ჩამორო.

ივლისის პირველ ნახევარში შეერთებული შტატების დესპანმა უილიამ ბოუდლერმა სანდინისტებს ურჩია გაეფართოვებინათ ხუნტა ისეთი წევრების დამატებით, როგორიც იყვნენ ადოლფო კალერო, ისმაილ რეიესი და მარიანო ფიალოსი. სანდინისტებს არ ჰქონდათ სურვილი ამერიკის მოკავშირეები ყოფილიყვნენ და ეს შემოთავაზება უარყვეს. სომოსას რეჟიმის დამხობის შემდეგ, მალევე გამოირკვა, რომ ჩამოროსა და რობელოს არავითარი ძალაუფლება არ გააჩნდათ. 1980 წლის 19 აპრილს მათ ხუნტა დატოვეს. მათ ნაცვლად იმავე წლის 18 მაისს ახალი წევრები მიიღეს — არტურო კრუსი და რაფაელ კორდოვა რივასი. 1981 წელს კრუსი ხუნტიდან გამოვიდა და ნიკარაგუის ელჩად დაინიშნა შეერთებულ შტატებში.

1984 წლის 4 ნოემბერს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ხუნტის მეთაურმა და რევოლუციურმა ლიდერმა დანიელ ორტეგამ. ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა სერხიო რამირესი. სხვა პოლიტიკური ძალები უკმაყოფილო იყვნენ შედეგით და აცხადებდნენ, რომ არაერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, აშშ-სა და დასავლეთ ევროპული სახელმწიფოების მთავრობებმა და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებმა არჩევნები გაყალბებულად სცნეს.

ხუნტა დაიშალა 1985 წლის 10 იანვარს, როდესაც დანიელ ორტეგა ნიკარაგუის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.