ერმალოზ შავგულიძე
ერმალოზ იოსების ძე შავგულიძე (დ. 1886, ქ. ქუთაისი, — გ. 5 აპრილი, 1938, ბუტოვო, რსფსრ) — ქართველი სამხედრო პირი.
რუსეთის იმპერიის არმიის რიგებში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918). იყო სვირსკის 295ე ქვეითი პოლკის მე-6 პლასტუნთა ბატალიონის პრაპორშჩიკი, შემდეგ პოდპორუჩიკი, პორუჩიკი. 1918 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის არმიის კაპიტანი. საბჭოთა პერიოდში ქუთაისში ცხოვრობდა. 1930-იან წლებში დააპატიმრეს და გულაგის კალუგის ბანაკში გაგზავნეს. 1938 წელს პატიმრეს შორის „ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციური პროპაგანდის“ ბრალდებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1989 წელს. დაჯილდოვებული იყო წმ. ანას IV (წარწერით „მამაცობისთვის“, 1915) და წმ. სტანისლავის III (მახვილებითა და ბაბთით, 1916) ხარისხის ორდენებით, „გიორგის იარაღით“ (ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“, 1917).
ლიტერატურა
რედაქტირება- Бутовский полигон, 1937-1938 годы: книга памяти жертв политических репрессий, т. 6, Изд-во ООО "Панорама", 2002. - с. 160.
- В. М Шабанов. Военный орден святого великомученика и победоносца Георгия: именные списки, 1769-1920 : биобиблиографический справочник. Изд-во Русскій мір, 2004. - с. 831.
- ბრძანებები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო პირთა მიმართ, №567, 23 სექტემბერი 1919 წ. დაარქივებული 9 April 2023[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Шавгулидзе Ермолай Иосифович (1886). «Открытый список» — база данных жертв политических репрессий в СССР (1917—1991 гг.).
- Шавгулидзе Ермолай. «Памяти героев Великой войны 1914–1918».