ბუტოვო
ბუტოვო (რუს. Бутово) — ისტორიული ადგილი მოსკოვის წრიული საავტომობილო გზის (МКАД) სამხრეთით. აერთიანებს მოსკოვის ორ რაიონს: ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ადმინისტრაციულ ერთეულში.
გეოგრაფია და ჰიდროგრაფია
რედაქტირებაბუტოვო მდებარეობს მოსკოვის ყველაზე მაღალ ადგილას (აბსოლუტური სიმაღლე 260 მ-მდე).[1] ბუტოვოს ტყიდან (სიმაღლე 228 მ.) ყოფილ სააგარაკე დასახლება — ბუტოვოსკენ მიემართება დაღმართი. ბუტოვოს ტერიტორიაზე წყლის სისტემების დიდი რაოდენობა. მდინარეები: ბიტცა (მიედინება რაიონის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით), გვოზდიანკა (ქმნის წყალსაცავების კასკადს), ლოპენკა, კორიუშკა (თავისი წყალსაცავთა კასკადით), მოვია, ციგანკა (მდ.სოსენკას შენაკადი), ჩეჩიორკა და მისი მარცხენა შენაკადი, რამდენიმე წყალსაცავი. მათ შორის, სამი ბოტანიკური ბაღის — ვილარის ტერიტორიაზეა.
ეკოლოგია
რედაქტირებახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია განპირობებულია სამრეწველო საწარმოების სიმცირით. (რაიონის აღმოსავლეთ ნაწილში ფუნქციონირებდა ბუტოვოს კომბინატი და ქიმიური ქარხანა, რომელიც ამჟამად არ მუშაობს).
დასახელება
რედაქტირებაბუტოვოს გაჩერებას სახელი მიენიჭა სოფ.ბუტოვოსგან, რომლის ირგვლივაც გაშენდა დასახლება ბუტოვო. ის 1984-1985 წწ. შევიდა მოსკოვის შემადგენლობაში და მისცა დასახელება ქალაქის ორ თანამედროვე რაიონს — ჩრდილოეთ და სამხრეთ ბუტოვოს. სოფელი ბუტოვო აგრძელებდა არსებობას მოსკოვის რაიონის ტერიტორიაზე და 2019 წელს მიიღო დაბის სტატუსი (განსხვავდება დაბა ბუტოვოსგან, რომელიც მოსკოვის შემადგენლობაში შედის).
ისტორია
რედაქტირებაღირსშესანიშნაობები
რედაქტირება- რუსეთის წამლების და არომატული მცენარეების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (ВИЛА́Р)
- ბოტანიკური ბაღი — ვილარი (დაარსდა 1951 წელს).
- მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (კაჩალოვო)
- მოსკოვის ქრისტეშობის ტაძარი (ჩერნოვო)
- ღვთისმშობლის ხატის ზეციური სასწაულის ტაძარი (ზახარინო)
- ტაძარი წმინდა მეომარ თედორე უშაკოვის პატივსაცემად.[2]
- ბუტოვოს პოლიგონი, სადაც 1930-1950 წწ. დახვრიტეს 20 ათასზე მეტი ადამიანი. მის მახლობლად 2004-2007 წლებში აღიმართა ახალწამებულთა და რუს აღმსარებელთა ბუტოვოს ტაძარი.[3][4]
გალერეა
რედაქტირება- ჩრდილოეთ ბუტოვო
-
მეტროს სადგური „დიმიტრი დონელის ბულვარი“
-
რაიონის პანორამა
-
ბუტოვოს პარკი
-
ბუტოვოს ტყეპარკი
- სამხრეთ ბუტოვო
-
მოსკოვის მეტროს ბუტოვოს ხაზის დასასრული (მეტროს სადგური „ბუნინის ხეივანი“) და ჩერნოვოს ტბორები
-
გავრიკოვოს ტბორები
-
ჩერნიოვოს ტბორი
-
გაყინული ტბორი
-
დიდი სამამულო ომის გმირთა მემორიალი ყოფილ სოფელ ჩერნიოვოში