მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (კაჩალოვო)
მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი (რუს. Храм Великомученицы Параскевы) — მართლმადიდებლური მუზეუმი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთის ადმინისტრაციული ოლქის სევერნოე-ბუტოვოს რაიონში.
მოსკოვის დიდმოწამე პარასკევას ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°34′17″ ჩ. გ. 37°34′50″ ა. გ. / 55.57139° ჩ. გ. 37.58056° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | XVII საუკუნე |
ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიდმოწამე პაასკევას სახელზე.
ტაძრის წინამძღვარია დეკანოზი ანატოლი კოჟა.
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებამოსკოვის მაზრის სოფელ კიოვო-კაჩალოვოში ხის ტაძარი დიდმოწამე პარასკევას სახელზე ააგეს ჯერ კიდევ XVI საუკუნის დასაწყისში, მაგრამ პოლონეთ-ლიტვის ჯარების თავდასხმის შემდეგ იგი დაინგრა.
პირველი ქვის ტაძარი ამ ადგილზე ააგეს და აკურთხეს 1694 წელს. ტაძრის მშენებელი გახდა, სოფელ კიოვოს მფლობელი ივანე ივანეს ძე შჩერბატოვი. ამავე წელს ეკლესიასთან დააარსეს კაჩალოვოს სასაფლაო[1]. XX საუკუნის დასაწყისში ეკლესია ძალიან მოძველდა და მიიღეს მისი განახლების გადაწყვეტილება.
1901-1904 წლებში ტაძრის რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა არქიტექტორ ნიკოლოზ ბლაგოვეშჩენსკის პროქტის მიხედვით. ეკლესია მნიშვნელოვნად გააფართოვეს, დააშენეს სამრეკლო, მთელი არქიტექტურული სახე შეცვალეს იმ სახით, რომ შესაძლებელია ითქვას, ტაძარი ხელახლა ააშენეს. განახლებული ტაძრის კურთხევა მოხდა 1904 წელს.
საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი 1930-იანი წლების ბოლოს დახურა. შენობას გამოიყენებდნენ სამრეწველო მიზნებით. 1980-იანი წლებისათვის შენობა პრაქტიკულად მიატოვეს.
ტაძარი მართლმადიდებელ საზოგადოებას გადაეცა 1990 წელს და რამდენიმე წელიწადში სრულიად აღადგინეს. 1998 წლის 10 ნოემბერს აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Качаловское. МосРитуалСервис (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-28. ციტირების თარიღი: 2018-02-26.