ერიკა მეია ელენიაკი (ინგლ. Erica Maya Eleniak; დ. 29 სექტემბერი, 1969, გლენდეილი, აშშ) — ამერიკელი ტელე-კინომსახიობი და ფოტომოდელი[1]. მეტად ცნობილია სერიალიდან „მაშველები“ (1989-1992).[2]

ერიკა ელენიაკი

ერიკა ელენიაკი 2011 წელს
დაბადების სახელი ერიკა მეია ელენიაკი
დაბადების თარიღი 29 სექტემბერი, 1969 (1969-09-29) (55 წლის)
გლენდეილი, კალიფორნია, აშშ
რეზიდენცია დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
საქმიანობა მსახიობი
ფოტომოდელი
აქტიური 1982–დღემდე
მეუღლე(ები) როჩ დეიგლი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ერიკა ელენიაკი დაიბადა კალიფორნიის შტატის ქალაქ გლენდეილში. მამამისი დაიბადა ქალაქ ედმონტონში და აქვს უკრაინული გენეალოგია, ხოლო დედამისი ესტონური და გერმანული წარმოშობისაა.[3] მისი მშობლები გაშორებულები არიან. ელენიაკი პირველად ტელეეკრანზე გამოჩნდა 12 წლის ასაკში, სადაც მიიღო მცირე ეპიზოდური როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „უცხოპლანეტელი“. თავდაპირველად ეპიზოდურ როლებს იღებდა ტელევიზიაში. 1988 წელს ითამაშა ფილმში „წვეთი“.

1989 წელს ერიკა ელენიაკი ჟურნალ „პლეიბოის“ თვის გოგო გახდა.[4] სულ მალე ერთ-ერთი მთავარი როლი მიიღო სერიალში „მაშველები“. სერიალის გადასაღებ მოედანზე 3 წელი დაყო. „მაშველების“ მოტივებზე ორ ტელეფილმში ითამაშა და დატოვა სერიალი, რათა ბედი ეცადა კინოინდუსტრიაში. ფილმების „მცველისა“ (1994) და „პირომანიაკის სასიყვარულო ისტორიის“ (1995) ჩავარდნის შემდეგ, ელენიაკი თამაშობდა მხოლოდ „ბ“ კატეგორიის ფილმებსა და ტელეფილმებში. 1992 წელს ითამაშა დიდბიუჯეტიან ფილმში „ალყაში“. 1994 წელს ტომ ბერენჯერთან ერთად ითამაშა ფილმში „მცველი“, ხოლო 1998 წელს მაიკლ აირონსაიდთან ერთად ფილმში „ტყვე“. იმავე წელს გამოჩნდა ფილმში „პანდორას პროექტი“. 2004 წელს ავრორა ეშის როლი შეასრულა ფილმში „დრაკულა 3000“, ხოლო 2006 წელს გამოჩნდა ფილმში „აბსოლუტური ნული“. 2010 წელს ითამაშა ტელესერიალებში: „C.S.I.: დანაშაულის ადგილი: მაიამი“ და „სასოწარკვეთილი დიასახლისები“. 2005 წელს გამოჩნდა ერთ-ერთ რეალიტი-შოუში.[5] ერიკა ელენიაკი ძირითადად 1990-იან წლებში იყო პოპულარული.

1998 წელს ერიკა ელენიაკი ცოლად გაჰყვა ფილიპ გოლიას[6], რომელთანაც ურთიერთობა 1999 წლამდე ჰქონდა. 2005 წელს ელენიაკი მეორეჯერ გათხოვდა. ამჯერად მისი რჩეული გახდა როჩ დეიგლი, რომლისგანაც 2006 წელს ქალიშვილი შეეძინა.[7]

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართული სახელი ორიგინალი როლი
1982 უცხოპლანეტელი E.T.
1987 ჩარლზის დაბრალება Charles in Charge
1988 წვეთი The Blob
1989 მაშველები Baywatch
1992 ალყაში Under Siege
1993 სოფლელი ბევერლი ჰილზიდან The Beverly Hillbillies
1994 მდევრები Chasers
1995 გოგონა კადილაკში Girl In The Cadillac
1996 სისხლიანი საროსკიპო Bordello of Blood
1998 ტყვე Captive
1998 პანდორა Pandora Project
1999 საფინალო ვოიაჟი Final Voyage
1999 პანიკა ნიუ-იორკში Aftershock: Earthquake in New York
2000 ოპონენტი Opponent
2002 აპოკალიფსისი Shakedown
2004 დრაკულა 3000 Dracula 3000
2005 აბსოლუტური ნული Absolute Zero
2010 სხვის ხელში გადასვლა Changing Hands

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ერიკა ელენიაკის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-20. ციტირების თარიღი: 2009-02-08.
  2. Dreaming of her Baywatch days? Erika Eleniak is no longer a fresh-faced beauty
  3. Erika Eleniak FAQ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-20. ციტირების თარიღი: 2007-02-24.
  4. Erica Eleniak
  5. Gilligan's' black Professor. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-06. ციტირების თარიღი: 2012-01-21.
  6. ერიკა ელენიაკი და ფილიპ გოლია დაარქივებული 2011-06-13 საიტზე Wayback Machine. , Life magazine, accessed November 28, 2010.
  7. Celebrity Fit Club 4, Vh1, August 6, 2006