ერთიანი ეროვნული გამოცდები
ერთიანი ეროვნული გამოცდები — გამოცდების სერია, რომელსაც საქართველოში აბიტურიენტი გადის რათა სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტში. 2005 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მისაღები გამოცდების ძველი, საბჭოური სისტემა ახლით შეიცვალა[1]. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს მათ მიერ შემუშავებული და დანერგილი მოდელი „შეფასების სამართლიან, გამჭვირვალე, უნიფიცირებულ, მერიტოკრატულ პრინციპებზე დამყარებული სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო აბიტურიენტების შერჩევას უმაღლესი სასწავლებლებისათვის“[1]. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით განისაზღვრება დასაფინანსებელი აბიტურიენტების სია. 2005 წლიდან დღემდე 100 ათასამდე აბიტურიენტი საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით გახდა[1].
ისტორია
რედაქტირება2005 წელს ყველა აბიტურიენტი აბარებდა 3 სავალდებულო გამოცდას (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენები, ზოგადი უნარები). აბიტურიენტების ნაწილი, ფაკულტეტების მითხოვნის შესაბამისად, მათემატიკის გამოცდას აბარებდა. სახელმწიფო დაფინანსება გაიცემოდა 3 გამოცდის შედეგით (მათთვის, ინც მეოთხე გამოცდა ჩააბარა გამოთვლისას გამოიყენებოდა მათემატიკისა და უცხოური ენების გამოცდიდან უდიდესი ქულა).
2006 წელს არჩევითი გამოცდების ჩამონათვალს დაემატა 3 გამოცდა – საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საქართველოს ისტორია–საზოგადოებრივი მეცნიერებები, ლიტერატურა. აბიტურიენტთა ნაშრომების შეფასებული ასლები განთავსდა ინტერნეტში – ნებისმიერ აბიტურიენტს შეეძლო საკუთარი ნაშრომის ასლის ნახვა აპელაციამდე. შეიცვალა სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი. გადაწყდა, რომ გრანტი, ნაცვლად 3 გამოცდის, ზოგადი უნარების გამოცდის შედეგით გაცემულიყო.
2007 წელს აბიტურიენტთა განაცხდები განთავსდა ინტერნეტში. საკუთარი განაცხადის გადამოწმება ნებისმიერ აბიტურიენტს ინტერნეტით შეეძლო.
2008 წელს ზოგადი უნარების ტესტი ითარგმნა აზერბაიჯანულად და სომხურად. წარმატებით დაინერგა კომპიუტერული გასწორების სისტემა (eMarker).
2009 წელს გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. გამსწორებლები შეირჩნენ კონკურსის წესით.
2010 წელს ყველა აბიტურიენტისთვის 4 გამოცდის ჩაბარება გახდა სავალდებულო, სახელმწიფო დაფინანსების გაცემა კი ყველა გამოცდის შედეგის გათვალისწინებით მოხდა[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- გამოცდების ეროვნული ცენტრი დაარქივებული 2017-02-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-30. ციტირების თარიღი: 2011-07-02.