ერვანდ ქოჩარი
ერვანდ სიმონის ძე ქოჩარი (დ. 27 ივნისი [ძვ.ს სტ. 15 ივნისი], 1899, თბილისი — გ. 22 იანვარი, 1979, ერევანი) — სომეხი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი. სსრკ სახალხო მხატვარი (1976).
ბიოგრაფია
რედაქტირებასწავლობდა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1915-1918) და მოსკოვის სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში (1918-1919). 1923 წლიდან მუშაობდა პარიზში. 1936 წლიდან სომხეთში. ქოჩარის დაზგური და მონუმენტური ქანდაკებისათვის ნიშანდობლივია მოძრაობის ექსპრესიულობა, ზოგჯერ სტილიზაცია. ნამუშევრები: ობელისკი „არწივი“ (ბრინჯაო, 1955, ზვართნოცის გზაზე), დავით სასუნცის ძეგლი (სპილენძი, 1959) და ფ. ძერჟინსკის მონუმენტური ბიუსტი (სპილენძი, 1969 — ორივე ერევანი). ქოჩარი ავტორია ფერწერული ტილოებისა და წიგნის ილუსტრაციებისა. სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია (1967).
ლიტერატურა
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 553.