ერეკლე II-ის გირავნობის კანონი
გირავნობის კანონი — ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის საგანგებო დადგენილება, აღა-მაჰმად-ხანისაგან 1795 წელს აოხრებული თბილისის აღდგენითი ღონისძიებების ნაწილი.
კანონი აწესრიგებდა კრწანისის ბრძოლის შემდეგ განადგურებულ თბილისში წარმოშობილ სადავო საკითხებს დაგირავებული სახლებისა და დუქნების თაობაზე. კანონი ერეკლემ გამოსცა ქალაქის მოხელეთა „თანდასწრებით“, ითვალისწინებდა სახლის დამგირავებლის ვალის შემცირებას 1/4-ით. დამწვარი დაგირავებული დუქანი მოგირავნეს (კრედიტორს) უნდა აღედგინა, ხოლო დამგირავებელს სესხი სრულად გაესტუმრებინა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე, დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012.
- ნადარეიშვილი გ., გირავნობა გვიანი შუა საუკუნეების ქართული სამართლის მიხედვით[მკვდარი ბმული],. ჟურ. „ალმანახი”, №14, თბ., 2000 გვ. 84-86.