ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (სომხ. Ժամանակակից Արվեստի Թանգարան)) — მუზეუმი სომხეთში, მდებარეობს ერევანში, მესროპ მაშტოცის გამზირზე, კორპუსი №7.

ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
სომხ. Ժամանակակից արվեստի թանգարան
40°10′34″ ჩ. გ. 44°30′10″ ა. გ. / 40.17611° ჩ. გ. 44.50278° ა. გ. / 40.17611; 44.50278
დაარსდა წ.
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
მდებარეობა ერევანი
ოფიციალური საიტი https://mamy.am
Map

მუზეუმი დაარსდა 1972 წელს ხელოვნებათმცოდნე ჰენრიხ იგიტიანის ინიციატივით (იგი იყო მუზეუმის დირექტორი 37 წელი) ერევნის მერის გრიგორ ასრატიანის და იმდროინდელი რამდენიმე სომეხი მხატვრის მხარდაჭერით.[1] დიდი ხნის განმავლობაში ერევნის მუზეუმი იყო ერთადერთი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი სსრკ-ში.[2]

მუზეუმის პირველი გამოფენა შედგებოდა სამოციანი წლების სომეხი მხატვრების: მინას ავეტისიანის, აკოფ აკოფიანის, რუდოლფ ხაჩატრიანის, ვრუირ გალსტიანის და სხვათა ნამუშევრებისგან.[3]

თანამედროვე მდგომარეობა

რედაქტირება

ამჟამად მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ახალი თაობის სომეხი მხატვრების ნამუშევრები: სარქის ამალბაშიანი, არტურ სარქსიანი, მარინა დილანიანი, ალბერტ აკოფიანი, სამველ ბაღდასარიანი, არშიკ არშატიანი, რუბენ გრიგორიანი — ასევე უცხოელები: ტალინ ზაბუნიანი, ვაჩე დემირჩიანი, ლორან ნისუ სენი, შარის კარაპეტიანი (საფრანგეთი), ზიტა აფშარი, გერი ჯონი, მაიკლ გორმანი, სებასტიანო, კრის ბრაუნი (აშშ), სემ გრიგორიანი (გერმანია), ჰაიკ მესროპიანი (შვეიცარია) , ონიკ ატამიანი (დიდი ბრიტანეთი), არუტიუნ ჯინანიანი (რუსეთი).[3]

2004 წელს ამერიკელმა მეცენატმა გრიგორ მურადიანმა მუზეუმს შესწირა ემილ კაზაზის ნახატები და სკულპტურები, ხოლო 2010 წელს ზანგეზურის სპილენძ-მოლიბდენის კომბინატმა მუზეუმისთვის გარენ ბედროსიანის სკულპტურები შეიძინა.[3]

მუზეუმი მდებარეობს მესროპ მაშტოცის გამზირზე, მისი დირექტორია ნუნე ავეტისიანი.[4]

2020 წელს ერევნის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ტურისტული პორტალ TurStat-ის[5] მიხედვით დსთ-ში თანამედროვე ხელოვნების ყველაზე პოპულარულ მუზეუმების ხუთეულში მოხვდა.

მუზეუმი არის პროგრამის „ერევნის ბარათის“ პარტნიორი.[6]

  1. Թանգարանի պատմությունը. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  2. Monica Ellena. (01.07.2016) Contemporary Art from Former Soviet Union Finds Collectors. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  3. 3.0 3.1 3.2 Երևանի ժամանակակից արվեստի թանգարան. ციტირების თარიღი: 2020-10-23
  4. ԺԱՄԱՆԱԿԱԿԻՑ ԱՐՎԵՍՏԻ ԹԱՆԳԱՐԱՆ պետական ոչ առևտրային կազմակերպություն (ՊՈԱԿ). ციტირების თარიღი: 2020-10-23
  5. „Ереванский Музей современного искусства включен в пятерку самых популярных в СНГ“. Новости-Армения. 21.04.2020. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2020-10-23. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  6. Музей современного искусства г. Еревана. ციტირების თარიღი: 2020-10-23