ერდოიანი სახლი — ქართული ხალხური საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის სახურავში, შუა ცეცხლის თავზე მოწყობილი იყო ღიობი (ერდო).

ერდო საკვამურისა და სარკმლის დანიშნულებას ასრულებდა. სხვადასხვა ვარიაციებით ერდოიანი სახლი გავრცელებული იყო ქვემო და შიდა ქართლში, მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში. ჩვეულებრივ ნაგები იყო ქვითა და ტალახით. მკაცრი კლიმატის მქონე რეგიონებში მიწაში ღრმად იყო ჩასული. ბანი გადახურული იყო ხის კონსტრუქციებით, ხოლო სახურავი დაფარული იყო თიხატკეპნილით.

ლიტერატურა

რედაქტირება