ერდელტერიერი (ინგლ. Airedale Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ერდელტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 20-23 კგ.
სიმაღლე 56-61 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ერდელტერიერის ჯიში გამოყვანილ იქნა ლიდსში (იორკშირის საგრაფო, ინგლისი), შავი ტერიერის და ოტერჰაუნდის შეჯვარებით.ასე გაჩნდა სხვადასხვა ნიჭით დაჯილდოებული „ტერიერების მეფე“. თუმცა დიდი ზომის გამო ერდელტერიერი არ შეესაბამება ფრანგული სიტყვა „ტერიერის“ („ის, რასაც მიწაში ჩასვლა შეუძლია“) პირდაპირ მნიშვნელობას, სხვა დანარჩენში იგი ძაღლების ამ ჯგუფის ტიპური წარმომადგენელია. ძლიერი, ამტანი და ერთგული ერდელი დღეს გამოიყენება, როგორც პოლიციელი ძაღლი.

იგი კარგი მოდარაჯე, თუმცა დიდი ჩხუბისთავი. მისი თანდაყოლილი სიჯიუტე რომ არა, მისგან კარგი მონადირე ძაღლიც გამოვიდოდა.ერდელტერიერის თავი, ყურები და წვერი ყოველთვის წითურია. ხშირი, უხეში, მავთულისებრი ბალანი აქვს, ძლიერ ყბებს წვერი და ულვაშები უმშვენებს. ერდელტერიერი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და ცივ კლიმატს. ესაჭიროება ძლიერი ფიზიკური დატვირთვა. შესაძლებელია პრობლემები სხვა ძაღლებთან ურთიერთობისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: