ეჟენ ბიურნუფი (ფრანგ. Eugène Burnouf; დ. 12 აგვისტო, 1801, პარიზი, — გ. 28 მაისი, 1852, იქვე) — ფრანგი ენათმეცნიერი, აღმოსავლეთმცოდნე.

იკვლევდა ბუდიზმის პრობლემებს; თარგმნიდა ინდოარიული ენებიდან. ითვლება პალი (საშუალო ინდოარიული ენა) ენის მეცნიერული შესწავლის ფუძემდებელად. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ძველსპარსული ლურსმული დამწერლობის გაშიფვრაში. ნაადრევად მიიჩნია ფრ. ბოპის, მ. ბროსესა და სხვათა მიერ ქართულის გამოცხადება ინდოევროპული ენების მონათესავე ენად. მოითხოვდა შედარებითი პრინციპების მკაცრად დაცვას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Chisholm, Hugh, ed. (1911). "Burnouf, Eugène". Encyclopædia Britannica. Vol. 4 (11th ed.). Cambridge University Press. p. 885.