ეპიფან კოვტიუხი
ეპიფან კოვტიუხი (რუს. Ковтюх, Епифан Иович დ. 1890 — გ. 1938) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გიორგის ჯვრის კავალერი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სამხედრო სასწავლებლის პრაპორშჩიკთა სკოლა. იყო პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ნავაგინსკის ქვეითი პოლკის შემადგენლობაში. მიაღწია შტაბს-კაპიტნის წოდებას. 1918 წლიდან გახდა რსდმპ წევრი, ბოლშევიკი. მეთაურობდა წითელგვარდიულ რაზმს ყუბანში, იბრძოდა თეთრგვარდიელთა წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში. 1918 წლის 27 აგვისტოს არჩეულ იქნა ტამანის არმიის პირველი კოლონის ფროსად და არმიის სარდლის მოადგილედ. იმავე წლის ოქტომბერ-დეკემბერში იყო ტამანის არმიის სარდალი. 1919 წლის სექტემბრიდან იყო ტამანის 48-ე დივიზიის მეთაური. 1920 წლის იანვარში დაინიშნა შერეული ცხენოსანი კორპუსის სარდლად. 1920 წლის აგვისტოდან იყო ქალაქ ეკატერინოდარის გარნიზონის უფროსი. 1922 წელს დაამთავრა მუშურ-გლეხური წითელი არმიის აკადემია. 1936 წლიდან იყო წითელი არმიის ინსპექტორი და ბელორუსის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე.