ეპისკოპოსის სახლი
ეპისკოპოსის სახლი (რუს. Архиерейский дом) ასევე კირსანოვის სახლი (რუს. Дом Кирсанова) — სართულნახევრიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. სახლი აგებულია XIX საუკუნეში, 1824 წელს. ეპისკოპოსის სახლი 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[2].
ეპისკოპოსის სახლი რუს. Архиерейский дом | |
---|---|
კოორდინატები | 47°12′38″N 38°55′06″E / 47.2105° ჩ. გ. 38.91835° ა. გ. |
მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
ტიპი | კლასიციზმი |
დასრულების თარიღი | 1824 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მისამართი: ტაგანროგი, ჩეხოვის ქუჩა № 129.
ისტორია
რედაქტირებაეპისკოპოსის ანუ კირსანოვის სახლი აგებულია 1824 წელს და წარმოადგენდა გენერალ კირსანოვის საკუთრებას. 1917 წლამდე ანუ ოქტომბრის რევოლუციამდე, სახლში განთავსებული იყო ეპისკოპოსის ბინა, აქვე იყო მისი კანცელარია და აგრეთვე კარის ეკლესია. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეპისკოპოსის სახლში განათავსეს კომუნალური ბინები[1].
აღწერა
რედაქტირებაეპისკოპოსის ანუ კირსანოვის სახლის პირველი სართული რუსტირებულია. კოლონები დაკავშირებულია ბალუსტრადასთან მეორე სართულის დონეზე. შენობის კარნიზს მთელ სიგრძეზე გასდევს კბილანები, რომელთაც გააჩნიათ სწორკუთხა ფორმა. ზედა მთლიან სართულზე დიდი ნახევრაწრიული ფორმის ფანჯრებია თამასებით, რომელიც ორივე მხარეს რუსტირებულია. შენობას აქვს გადახურული აივანი, რომლის გადახურვაც დაფუძნებულია ოთხ დორიულ კოლონაზე. ფრიზზე დგას ატიკი, რომელზეც ოთხი ნიშია. ორი მათგანი ფასადზეა განთავსებული, ხოლო დანარჩენი ორი კუთხის კედლებზე. ეპისკოპოსის ანუ კირსანოვის სახლი ერთ-ერთი იმ შენობათაგანია ტაგანროგში, რომელიც აგებულია კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში[1].