ეპიგენეზი
ეპიგენეზი — თეორია, რომლის მიხედვით ორგანიზმი ვითარდება უსტრუქტურო ერთგვაროვანი ნივთიერებიდან და ჩანასახის განვითარებისას ყველაფერი ახლად ჩნდება. ეპიგენეზის იდეა ეკუთვნის არისტოტელეს. თეორიად ის ჩამოაყალიბა კ. ვოლფმა 1759 წელს გამოქვეყნებული ნაშრომით „ჩასახვის თეორია“. ეპიგენეზმა პროგრესული როლი ითამაშა მეცნიერებაში XVII-XVIII საუკუნეებში, როდესაც გაბატონებული იყო პრეფორმიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შათირიშვილი, ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 164.